ირაკლი კობახიძე:  „ქართულ ოცნებას“ უამრავი რეფორმა აქვს განხორციელებული, რაც გაგრძელდება, ამაზე პასუხისმგებლები ვართ

ირაკლი კობახიძე:  „ქართულ ოცნებას“ უამრავი რეფორმა აქვს განხორციელებული, რაც გაგრძელდება, ამაზე პასუხისმგებლები ვართ

მზად ვართ, რეფორმების განხორციელებისთვის სხვადასხვა სფეროში, ეს რეფორმები გაგრძელდება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ რეფორმებთან დაკავშირებით შარლ მიშელის განცხადებაზე საუბრისას აღნიშნა.

მისივე თქმით, 2012 წლიდან მოყოლებული „ქართული ოცნებას“ სხვადასხვა მიმართულებით უამრავი რეფორმა აქვს განხორციელებული, რაც მომავალშიც გაგრძელდება.

„არაერთხელ გვაქვს ნათქვამი, რომ მზად ვართ, რეფორმების განხორციელებისთვის სხვადასხვა სფეროში, ეს რეფორმები გაგრძელდება. „ქართული ოცნება“ იმით გამოირჩევა, რომ 2012 წლიდან მოყოლებული, უამრავი რეფორმა აქვს განხორციელებული სხვადასხვა სფეროში. ეს რეფორმები გაგრძელდება ყველა მიმართულებით და ამაზე ვართ პასუხისმგებლები“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს შორის გუშინ არაფორმალური შეხვედრა გაიმართა. ირაკლი ღარიბაშვილი და შარლ მიშელი ყირიმის პლატფორმის სამიტის ფარგლებში კიევში შეხვდნენ.

შარ მიშელმა საქართველოს ღარიბაშვილთან საუბრის შესახებ „ტვიტერის“ გვერდზე დაწერა. როგორც ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ამბობს, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან საუბრისას ხაზი გაუსვა, რომ რეფორმები საჭიროა, როგორც არასდროს.

„პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილთან ხაზი გავუსვი, რომ რეფორმები საჭიროა, როგორც არასდროს. ახლოვდება მაკროფინანსური დახმარების გამოყოფის ვადა და დროა, რომ საქართველოს მთავრობამ აჩვენოს თავისი ვალდებულება შეთანხმებებისადმი და კერძოდ, რეფორმების დღის წესრიგისადმი“, – დაწერა შარლ მიშელმა.

Aburjga Tasmanieli რეფორმა როგორ შეიძლება იყოს პოლიტიკური სისტემის არსებობის მთავარი იდეა?! ყველა ერთად რამ გამოგაშტერათ?????????????????????????????????????
3 წლის უკან