ამირან გამყრელიძე: თუ დადებითობის მაჩვენებელი ჩამოვა 4%-ზე ქვემოთ, სკოლის პერსონალის 80% კი აიცრება, გავცემთ რეკომენდაციას სკოლებში სწავლის დაწყების შესახებ

ამირან გამყრელიძე: თუ დადებითობის მაჩვენებელი ჩამოვა 4%-ზე ქვემოთ, სკოლის პერსონალის 80% კი აიცრება, გავცემთ რეკომენდაციას სკოლებში სწავლის დაწყების შესახებ

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განმარტა, რა შემთხვევაში იქნება გაცემული რეკომენდაცია სასწავლო პროცესის საკლასო ოთახებში დაწყების შესახებ.

„დღეს რა მაჩვენებლებიც გვაქვს, რა თქმა უნდა, ამ სიტუაციაში დაავადებათა კონტროლის ცენტრი ვერ გასცემს დასწრებული სწავლის დაწყების რეკომენდაციას. თუ დადებითობის მაჩვენებელი ჩამოვა 4%-ზე ქვემოთ, სკოლის პერსონალის 80% კი აიცრება, ჩვენ გავცემთ რეკომენდაციას დასწრებული სწავლის დაწყების შესახებ. რაც შეეხება დისტანციურ სწავლებას, ამ შემთხვევაში დაწყების ვადებს განსაზღვრავს განათლების სამინისტრო“, - განაცხადა გამყრელიძემ.