ამირან გამყრელიძე: პოლიტიკოსი არ ვარ, გამოვიდე და გარეთ ვისაუბრო იმაზე, რაზეც საკოორდინაციო საბჭოზე ვსაუბრობ

ამირან გამყრელიძე: პოლიტიკოსი არ ვარ, გამოვიდე და გარეთ ვისაუბრო იმაზე, რაზეც საკოორდინაციო საბჭოზე ვსაუბრობ

საკოორდინაციო საბჭოზე ჩვენ უფრო რადიკალური ვართ, თუმცა პოლიტიკოსი არ ვარ, გამოვიდე და გარეთ ვისაუბრო იმაზე, რაზეც საკოორდინაციო საბჭოზე ვსაუბრობ, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

„რასაც ახლა მე ვუყურებ, თუ როგორი ზეწოლის ქვეშ არის ჯანდაცვის სექტორი, რა მდგომარეობაში არიან ჩემი კოლეგები სამედიცინო დაწესებულებებში და მათ ამისთვის უზარმაზარი მადლობა ეკუთვნით. ამიტომ, ჩვენ საბჭოზე უფრო რადიკალურები ვართ, მაგრამ ამავე დროს იმიტომ არის საკოორდინაციო საბჭო, რომ იქ არის ეკონომიკა, ფინანსები და ამიტომაც შემდეგ ვიღებთ ხოლმე დაბალანსებულ გადაწყვეტილებებს“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.