„ქართული ოცნების“ კომუნიკაციების დეპარტამენტის ფეისბუქ გვერდს სახელწოდებით „სინამდვილეში“ მთავარმა არხმა რეპორტაჟი მიუძღვნა

„ქართული ოცნების“ კომუნიკაციების დეპარტამენტის ფეისბუქ გვერდს სახელწოდებით „სინამდვილეში“ მთავარმა არხმა რეპორტაჟი მიუძღვნა

„ქართული ოცნების“ კომუნიკაციების დეპარტამენტის ფეისბუქ გვერდს სახელწოდებით „სინამდვილეში“ მთავარმა არხმა რეპორტაჟი მიუძღვნა. 

„მთავარი არხის“ ინფორმაციით, კრიტიკული მედიის გასაშავებლად სოციალურ ქსელში ბოლო პერიოდში ათობით გვერდი შეიქმნა. რამდენიმე მათგანს „ქართული ოცნება“ აფინანსება და ამის დამალვას მმართველი გუნდი არც კი ცდილობს. ფეისბუქგვერდი სახელწოდებით „სინამდვილეში“ „ქართული ოცნების“ კომუნიკაციების დეპარტამენტის მიერ არის შექმნილი და ამ ანგარიშის მთავარი მიზანი კრიტიკული ტელეკომპანიების ეთერში გაჟღერებული ამბების უარყოფაა. ისინი ცდილობენ ხალხი მოატყუონ და ალტერნატიული რეალობა შესთავაზონ.
როგორც რეპორტაჟის ავტორი ამბობს, ერთი ყალბი ამბის გავრცელებაში „ქართული ოცნება“ დაახლოებით 100-დან 200 დოლარამდე იხდის. 

ეს არის დადასტურებული. ფეისბუქგვერდზე ჩანს ისიც, რომ ამ ყველაფერს აფინანსებს „ქართული ოცნება“ და იმ ამბის გავრცელებაში, რომელიც მას აწყობს, 100-დან 200 დოლარამდე იხდის. ასეთი გვერდი ათობითაა, რომლის ნაწილს „ქართული ოცნება“ აფინანესებს, ნაწილს „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული ჯგუფები. „ქართული ოცნების“  წარმომადგენლები არ მალავენ, რომ ამას თავად აკეთებენ და როგორც თვითონ განმარტავენ, ცდილობენ, ხალხს რეალობა დაანახონ. გვერდზე შესვლა ნებისმიერ ადამიანს შეუძლია. „ქართული ოცნება“ ცდილობს მხოლოდ ის ინფორმაცის გადააკეთოს და ისე გაავრცელოს, რომელიც მას არ აწყობს“ - ამბობს ავტორი. 

რეპორტაჟში  ნაჩვენებია გვერდის „სინამდვილეში“ შექმნის მიზანი, სადაც ვკითხულობთ  - „ზოგიერთი მედიასაშუალება, შეგნებულად თუ გაუცნობიერებლად, ხდება დეზინფორმაციული ნაკადის გამტარი. ყალბი სიახლეები და გამოგონილი სკანდალური ამბები პოლიტიკოსების, საჯარო მოხელეების თუ, ზოგადად, პოლიტიკური პროცესების შესახებ, მოსახლეობამდე უკონტროლოდ მიდის და ხშირ შემთხვევაში, ადამიანები ვერ ახდენენ ინფორმაციის თავად გაფილტვრას.

„ქართული ოცნების“ კომუნიკაციის დეპარტამენტის მიერ შექმნილ ამ პლატფორმაზე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებული სიახლეების გადამოწმებას შეძლებთ. პლატფორმა გავრცელებულ დეზინფორმაციას გამოეხმაურება, სიცრუეს სინამდვილეს და აღქმებს ფაქტებს დაუპირისპირებს“

როგორც რეპორტაჟის ავტორი აღნიშნავს, ბოლო პერიოდში „ფეისბუქმ“ა არა ერთი გვერდი გააუქმა იმ მიმართვის შემდეგ, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებმა და მკვლევარებმა გაგზავნეს. ასევე დაიბლოკა ბოლო წლების განმავლობაში ხელისუფლებასთან დაკავშირებული გვერდები. მაშინ ფეისბუქმა  პირდაპირ თქვა, რომ ეს გვერდები რომელიც პირდაპირ უკავშირდება „ქართულ ოცნებას“   ავრცელებენ ყალბ ინფორმაციას და ცდილობენ ხალხი შეცდომაში შეიყვანონ.