დიდი ალბათობით, ეს პოლიტიკური მაწანწალა, სექტის რომელიღაც ჯგუფში აპირებდა მორიგი დესტრუქციული გზავნილის გავრცელებას. საჯაროდ გამოუვიდა, წაშალა, მაგრამ 'სქრინი' შენახულია, - ასე ეხმაურება ანალიტიკოსი გია აბაშიძე საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის Facebook-სტატუსს, რომელიც მან მოგვიანებით წაშალა.
„კიდევ ერთი თვალსაჩინოება, თუ როგორია უტიფარი, ბოროტი პარტიის საარჩევნო გეგმა-სტრატეგია. ესაა ნებისმიერი ტრაგედიის გაბუქება და ნებისმიერი გზით, ტრაგედიის გამოყენების მცდელობა პოლიტიკური ქულების მოსაპოვებლად. რასაკვირველია, ამგვარი გაუგონარი, სამარცხვინო მოქმედებებით, ნებისმიერი პოლიტიკანი მუდმივი ფიასკოსთვისაა განწირული."