სააკაშვილზე: რამ გამახსენა? რა დაგავიწყებს - ამ არარაობის პოსტებზე, რომლებსაც ჯერ წერს, მერე შლის - მაგრამ სქრინებს ვეღარ ებრძვის. ნეკროფილი!!! იქნება 1000 „ტრუპზე“ გავიდეთო თვეში!!!

სააკაშვილზე: რამ გამახსენა? რა დაგავიწყებს - ამ არარაობის პოსტებზე, რომლებსაც ჯერ წერს, მერე შლის - მაგრამ სქრინებს ვეღარ ებრძვის. ნეკროფილი!!! იქნება 1000 „ტრუპზე“ გავიდეთო თვეში!!!

ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი მიხეილ სააკაშვილის Facebook-პოსტს ეხმაურება. შესაბამისი განცხადება მან სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

„ამონაწერი ადვოკატ შალვა ხაჭაპურიძის მიერ ჰააგის სასამართლოში შეტანილი სარჩელიდან (მცირე ნაწილი!!!): გვირგვლიანი; რობაქიძე; აფრასიძეები; ვაზაგაშვილი; გამცემლიძე; ჟვანია; ოთარ გველუკაშვილი (მოკლული იქნა გურჯაანის რაიონის სოფელ კარდენახში სპეცოპერაციის დროს );

ანტონ კეკულავა (მოკლეს თბილისში დაკავებისას);

დიკო ბარქაია (მოკლეს ზუგდიდის რაიონში სპეცოპერაციის განხორციელებისას);

ზაზა ფანცქელაძე (მოკლეს ზუგდიდის რაიონში დაკავებისას );

ხვიჩა კვირიკაშვილი (მოკლული იქნა თბილისში პოლიციელების მიერ დაკავების დროს განხორციელებული ცემის შემდეგ );

ალექსანდრე გომაშვილი ( მოკლეს კახეთში დაკავებისას);

მ​ურთაზ ქარდავა და თემურ ხუბუნია (ორივე ერთად ჩაცხრილა და მოკლა უშიშროების თანამშრომელმა);

სულხან ლომიძე (მოკლეს ხელვაჩაურის რაიონში სპეცოპერაციის დროს);

აკაკი კორკოტაშვილი (მოკლეს გურჯაანის რაიონში დაკავებისას);

ავთანდილ გუმაშვილი და ვახტანგ გუმაშვილი (ორივენი მოკლეს ახმეტის რაიონის სოფელ დუისში სპეცოპერაციისას);

ვახტანგ მარგოშვილი (მოკლეს ქვემო ქართლში სოფელ ვახტანგისში);

ვარლამ ნემსიწვერიძე (მოკლეს თბილისში მძევლის გათავისუფლებისას);

ნესტორ ესებუა, გია ოკუჯავა და თემურ ცეკვავა (სამივენი ერთად მოკლეს აბაშის რაიონის სოფელ მარანში დაკავებისას );

თამაზ კურკუმული (მოკლეს თბილისში დაკავებისას );

ხვიჩა მელაძე (მოკლეს ლანჩხუთის რაიონის სოფელ ჩოჩხათში);

გიორგი კვირიკაშვილი და გიორგი მანჯავიძე (ორივენი ერთად მოკლეს თბილისში თამარაშვილის ქუჩაზე დაკავებისას);

ლევან გულუა (მოკლეს თბილისში, გამსახურდიას გამზირზე დაკავებისას );

რეზო სარჯველაძე (მოკლეს თბილისში დაკავებისას );

ვლადიმერ ხოშტარია (მოკლეს თბილისში დაკავებისას );

გიორგი თელია (მოკლეს თბილისში საკუთარ სახლში სპეცოპერასიის დროს );

ჯემალ ჩაფიძე (მოკლეს თერჯოლის რაიონის სოფელ სიმონეთში დაკავებისას);

ზვიად ბაბუხადია, ბუთხუზ კიზირია და ვალერი ბენდელიანი (მოკლული იქნენ ბაღდადის რაიონის სოფელ ვარციხეში დაკავებისას);

ალექსანდრე ხუბულოვი (ჩაცხრილეს ავტომანქანაში სპეცოპერაციის დროს, რომელსაც ადგილი ჰქონდა თბილისში კორტების მიმდებარე ტერიტორიაზე);

მიხეილ ბერძენიშვილი (მოკლეს საგარეჯოს რაიონში დაკავებისას);

გელა ცინდელიანი (მოკლეს მესტიის რაიონის სოფელ ჭუბერში სპეცოპერაციის დროს);

ჯაბა ჯაბანიშვილი (ქალაქ ბორჯომში დაჭრილი იქნა პოლიციელის მიერ და სახლში მისვლისას გარდაიცვალა);

ხვიჩა კოკაია (მოკლეს ხობის რაიონში სპეცოპერაციისას);

ვალერი ფხაკაძე (ქუთაისში დაჭრეს პოლიციელებმა და დაჭრილს არ აღმოუჩინეს სასწრაფო დახმარება, რის გამოც გარდაიცვალა);

მიხეილ კირაკოსიანი (ახალციხეში მოტოციკლის გაჩერების მოთხოვნის შეუსრულებლობის გამოესროლა პოლიციელმა და ადგილზე მოკლა);

გიგა ჭარბაძე (მოკლული იქნა თელავში პოლიციელის მიერ, ავტომანქანის დაჯახებით);

ალექსანდრე ხოსიტაშვილი (მოკლული იქნა თბილისში, პოლიციელების მიერ სასტიკი ცემის შედეგად);

ოლეგ მესხიძე (მოკლეს ოზურგეთში სპეცოპერაციისას);

თენგიზ გოგია (მოკლეს სენაკის რაიონის სოფელ მენჯში სპეცოპერაციისას);

როლანდ მახარაძე ( მოკლული იქნა ბათუმში მძევლების გათავისუფლებისას )

როინ შავაძე (მოკლეს ქობულეთში სასტიკი წამების შემდეგ);

ზურაბ მანთაძე (მოკლეს რუსთავ-თბილისის გზატკეცილზე დაკავების შემდეგ);

გიორგი კრიალაშვილი (მოკლეს თბილისში სპეცოპერაციისას);

ჯიმი მეგრელიძე (მოკლეს ზუგდიდში დაკავებისას);

მამუკა ჩარჩხალია (პოლიციელების მიერ თავის არეში მიყენებული ჭრილობის შედეგად გარდაიცვალა საკუთარ სახლში ).

რამ გამახსენა? რა დაგავიწყებს - ამ არარაობის პოსტებზე, რომლებსაც ჯერ წერს, მერე შლის - მაგრამ სქრინებს ვეღარ ებრძვის. ნეკროფილი!!! იქნება 1000 „ტრუპზე“ გავიდეთო თვეში!!!“