ლევან ნიკოლეიშვილი სააკაშვილზე: ასე როგორ უნდა გიხაროდეს ადამიანების სიკვდილი და ასე როგორ უნდა ცდილობდე გვამებზე ხელის მოთბობას

ლევან ნიკოლეიშვილი სააკაშვილზე: ასე როგორ უნდა გიხაროდეს ადამიანების სიკვდილი და ასე როგორ უნდა ცდილობდე გვამებზე ხელის მოთბობას

ასე როგორ უნდა გიხაროდეს ადამიანების სიკვდილი და ასე როგორ უნდა ცდილობდე გვამებზე ხელის მოთბობას, - ასე ეხმაურება ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს პოსტს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.

„ამას სახელი აღარ აქვს, ამ ყველაფერის მომფიქრებელიც, შემსრულებელიც და მომწონებელ-მხარდამჭერიც ფსიქიურად შერყეული კი არ არის, არამედ მტერი და გამყიდველია სახელმწიფოსიც და ხალხის ! ასე, როგორ უნდა გიხაროდეს ადამიანების სიკვდილი, და ასე როგორ უნდა ცდილობდე გვამებზე ხელის მოთბობას? უბრალოდ გონს უნდა მოეგოს ყველა და ფრთხილად ვიყოთ, კიდევ რას მოიფიქრებს ეს გათახსირებული კაცთმოძულე და რას იკადრებენ მისი მსახურები კაცმა არ იცის!“, - წერს ნიკოლეიშვილი.