ჩვენი სტატისტიკით, ინფიცირებულთა შორის 10 პროცენტამდე არის ბავშვები, - ამის შესახებ იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა და იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ „ქრონიკას“ განუცხადა.
„ვაქცინაციის ასეთი ტემპი, რაც დღესა ივნისსა და ივლისში რომ ყოფილიყო, აგვისტოში ჩვენ 5 697 ინფიცირებულს არ მივიღებდით“, - აღნიშნა ივანე ჩხაიძემ.
10 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში, ჯამურად, 664 997 აცრა ჩატარდა. სრულად ვაქცინირებულია 204 234, ერთი დოზით კი 460 763 ადამიანი.
ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 5 697 ადამიანს დაუდასტურდა.