ქუთაისში კოვიდინფიცირებული ორსული გარდაიცვალა

ქუთაისში კოვიდინფიცირებული ორსული გარდაიცვალა

ქუთაისში კოვიდინფიცირებული ორსული გარდაიცვალა - ინფორმაციას ტელეკომპანია "რიონი" ავრცელებს. ქალი 28 წლის იყო.

მათი ცნობით, კლინიკა ბომონდში კოვიდინფიცირებული პაციენტი 30 ივლისს მოთავსდა.

კლინიკური დირექტორის, მამია ყიფიანის განცხადებით, პაციენტს შესვლისთანავე სუნთქვის მწვავე უკმარისობა და 19 ქულიანი პნევმონია აღენიშნებოდა. ექმიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. 

დღეს, 10 აგვისტოს საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებისა და სიკვდილიანობის დღიური მაჩვენებლის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსით კიდევ 54 ადამიანი გარდაიცვალა, ვირუსი კი დამატებით 5 697 ადამიანს დაუდასტურდა.