პატრიარქის ჩამოსვლამ მისცა ბიძგი ადამიანების გამოყვანას, მიცვალებულთა გადმოსვენებას, ტყვეთა გადაცვლას თუ განთავისუფლებას, - გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრიამ „იმედის კვირას“ განუცხადა.
მეუფემ აგვისტოს ომის დღეები და დაღუპული ქართველი ჯარისკაცების გადმოსვენების პროცესი გაიხსენა.
„შინდისში დაღუპული ბიჭების გამოსვენება ეს უშუალოდ პატრიარქის ინიციატივა იყო. მან თქვა, ჩვენ აქედან ისე არ უნდა წავიდეთ, რომ ამ ბიჭების ცხედრები არ გადავასვენოთ. მას შესთავაზეს, რომ, თქვენ წაბრძანდით და ჩვენ ამას ორგანიზებას გავუწევთო. უწმინდესმა თქვა - არა, მე სანამდე აქ ვარ, რამდენიც შეგვიძლია, იმდენი ცხედარი გადავასვენოთო. უწმინდესის თანხლებით პირველი 7 ცხედარი იყო გადმოსვენებული“, - განაცხადა მეუფე ანდრიამ.
საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მიტროპოლიტმა გარდაცვლილი ქართველი სამხედროების სულ 42 ცხედარი გადმოასვენა.
რას ჰყვებიან 2008 წლის ომის თვითმხილველი სასულიერო პირები, ნახეთ „იმედის კვირის“ სიუჟეტში.