კახა კალაძე: ჩვენი ქვეყნის ტრაგედიიდან ცამეტი წლის შემდეგ, ოკუპაცია რჩება საქართველოს ყველაზე დიდ გამოწვევად

კახა კალაძე: ჩვენი ქვეყნის ტრაგედიიდან ცამეტი წლის შემდეგ, ოკუპაცია რჩება საქართველოს ყველაზე დიდ გამოწვევად

ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთს, შეწყვიტოს ოკუპაცია და შეასრულოს თავისი ვალდებულებები 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების შესაბამისად, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახი კალაძემ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა.

„2008 წლის აგვისტოს ომიდან და ჩვენი ქვეყნის ტრაგედიიდან ცამეტი წლის შემდეგ, ოკუპაცია რჩება საქართველოს ყველაზე დიდ გამოწვევად. ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთს, შეწყვიტოს ოკუპაცია და შეასრულოს თავისი ვალდებულებები 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების შესაბამისად“, – წერს კალაძე.