კიდევ ერთხელ მივმართავ მოსახლეობას, აცრა სრულიად უსაფრთხოა. ჩვენ უნდა დავუჯეროთ მეცნიერებს. მთელი მსოფლიოს ლიდერები, მოსახლეობა იცრება. აცრა გვიცავს სიკვდილისგან. ამიტომ ავიცრათ და დავიცვათ საკუთარი თავი, ოჯახის წევრები და ახლობლები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, მისი ოჯახის ყველა წევრი აცრილია.
„მოგახსენებთ, რატომ ავიცერი „ფაიზერით“ - ჩემი მეუღლე „სინოფარმის“ ვაქცინით აიცრა და ახლა გვინდა, ერთგვარი შეჯიბრი ჩავატაროთ სახლში, რომელს უფრო მეტი იმუნიტეტი ექნება. ჩემი ოჯახის ყველა წევრი აცრილია, მშობლები აცრილები არიან, მეუღლე მანამდე აიცრა და ახლა მეც ავიცერი. კიდევ ერთხელ მივმართავ მოსახლეობას, აცრა სრულიად უსაფრთხოა. ყოველგვარი ჭორი და ტყუილი, რაც სხვადასხვა საშუალებით ვრცელდება არის სიცრუე. ჩვენ უნდა დავუჯეროთ მეცნიერებს. მთელი მსოფლიოს ლიდერები, მოსახლეობა იცრება. აცრა გვიცავს სიკვდილისგან. ამიტომ ავიცრათ და დავიცვათ საკუთარი თავი, ოჯახის წევრები და ახლობლები“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.