ნიკა გვარამია მიხეილ სააკაშვილთან კონტაქტზე: ყველასთან მაქვს ურთიერთობა, ვისთანაც საჭიროდ ჩავთვლი - სააკაშვილი ძალიან მასშტაბური ფიგურაა

ნიკა გვარამია მიხეილ სააკაშვილთან კონტაქტზე: ყველასთან მაქვს ურთიერთობა, ვისთანაც საჭიროდ ჩავთვლი - სააკაშვილი ძალიან მასშტაბური ფიგურაა

„ასჯერ განმიცხადებია, რომ ყველასთან მაქვს ურთიერთობა, ვისთანაც საჭიროდ ჩავთვლი - საქართველოს მთავრობისა და უმრავლესობის წევრების ჩათვლით“, - აცხადებს „მთავარი არხის“ ხელმძღვანელი, ნიკა გვარამია.

კითხვაზე, არის თუ არა მათ შორის ექსპრეზიდენტიც, ნიკა გვარამია პასუხობს: „სააკაშვილი „მათ შორის“ არაა. ის ძალიან მასშტაბური ფიგურაა“.

„მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხეს. მისი თქმით, გამოკითხვა მის წინააღმდეგ დაგეგმილ ტერორისტულ აქტს უკავშირდებოდა.

„ნამდვილად არ უკავშირდებოდა კრებსებს, დღეს გამოკითხვა შეწყდა, ხვალ გაგრძელდება 16:00 საათზე. საკითხი ეხებოდა ჩემ წინააღმდეგ დაგეგმილ ტერორისტულ აქტს, რაზეც მიმდინარეობდა გამოკითხვა და რაზეც ხვალაც გაგრძელდება. მე მეტის გამხელა უბრალოდ არ შემიძლია, ამ ეტაპზე საჭიროდ არ ვთვლი მეტი ვილაპარაკო. გულწრფელად რომ გითხრათ, ეს იმდენად შეიძლება იყოს ტერორისტული აქტი, რამდენადაც დაშინების მცდელობა, ან პროვოკაცია რაღაც სახის. ეს გამოჩნდება, თუმცა, გასაგებია, რომ გამოძიების პასუხისმგებლობაა და მათ შორის ჩემ სიცოცხლეზე პასუხისმგებლობა ამ შენობაში მყოფ ადამიანებზეა“, - განაცხადა გვარამიამ.