ირაკლი ღარიბაშვილი: ლაშა ბექაურს ვაცნობე, რომ მისი სახელობის ახალი დარბაზი აშენდება

ირაკლი ღარიბაშვილი: ლაშა ბექაურს ვაცნობე, რომ მისი სახელობის ახალი დარბაზი აშენდება

საქართველოში ლაშა ბექაურის სახელობის დარბაზი აშენდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სოფელ არხილოსკალოში განაცხადა, სადაც ოლიმპიურ ჩემპიონ ლაშა ბექაურთან ერთად ჩავიდა.

„ეს არის უდიდესი სიხარული ჩვენი ქვეყნის, მთელი ერის და განსაკუთრებით, აი, ამ რაიონის მცხოვრებლებისთვის. მინდა, ლაშას, ამ გმირ კაცს, კიდევ ერთხელ მივულოცოთ ეს უდიდესი გამარჯვება. ეს არის ჩვენი სიამაყე. დღეს მე ლაშას ვაცნობე, რომ მისი სახელობის ახალი დარბაზი აშენდება”, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ოლიმპიურ თამაშებზე, სპორტის 11 სახეობაში საასპარეზოდ, საქართველოდან 35 სპორტსმენი გაემგზავრა. მათი სრული სია იხილეთ ამ ბმულზე.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, სპორტსმენი, რომელიც ოლიმპიური ჩემპიონის ტიტულს მოიპოვებს, ერთ მილიონ ლარს მიიღებს.

21 წლის ძიუდოისტმა ლაშა ბექაურმა ოლიმპიადაზე პირველი ოქრო მოიპოვა, მეორე კი ლაშა ტალახაძეს ეკუთვნის.

ოლიმპიური თამაშების დასრულებამდე ერთი დღით ადრე, საქართველოს ანგარიშზე 8 მედალია, რაც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში სარეკორდო მაჩვენებელია.