გია აბაშიძე:  არაადეკვატური, გავეშებული აქტივობაა კახა კალაძის საარჩევნო სლოგანის დისკრედიტაციის უბადრუკ მცდელობაში

გია აბაშიძე:  არაადეკვატური, გავეშებული აქტივობაა კახა კალაძის საარჩევნო სლოგანის დისკრედიტაციის უბადრუკ მცდელობაში

"ნაციონალური მოძრაობის" ქოლგის ქვეშ დავანებული პოლიტიკური აქტორებისგან და მათი მარიონეტებისგან არაადეკვატური, გავეშებული აქტივობაა კახა კალაძის საარჩევნო სლოგანის დისკრედიტაციის უბადრუკ მცდელობაში“ - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში. 
მისი თქმით, 2 ოქტომბერს ნათლად დავინახავთ,  ვის და რა პოლიტიკას აირჩევს ხალხი თბილისსა და სხვა მუნიციპალიტეტებში.

„დედაქალაქის მერობისთვის საარჩევნო ბრძოლა, რასაკვირველია, გულისხმობს მუნიციპალიტეტის მოქმედი ხელმძღვანელობის არგუმენტირებულ, Საგნობრივ კრიტიკასაც. ამასთან, ოპონენტი კანდიდატები ელექტორატს სთავაზობენ სექტორალური განვითარების ალტერნატიულ პროექტებს. Მაგალითად, Როგორი უნდა იყოს თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკა, ინფრასტრუქტურის სხვაგვარი, უკეთესად კეთილმოწყობა, უსაფრთხოების გაუმჯობესება ამა და ამ ნაბიჯებით და ა. Შ.

Რას ვხედავთ "ნაციონალური მოძრაობის" ქოლგის ქვეშ დავანებული პოლიტიკური აქტორებისგან და მათი მარიონეტებისგან? არაადეკვატურ, გავეშებულ აქტივობას კახა კალაძის საარჩევნო სლოგანის (მეტი სიცოცხლე ყველა უბანში) დისკრედიტაციის უბადრუკ მცდელობაში. 
კალაძემ რომ გამოაცოცხლა და საგრძნობლად განავითარა თბილისი, მოყვარეც ხედავს და მტერიც. რასაკირველია, არაერთი ხარვეზია და კიდევ უამრავი რამ არის გასაკეთებელი და დასამთავრებელი.

ოღონდ იმის მაგივრად, რომ ოპოზიციიდან გვესმოდეს გაკეთებულის კიდევ უფრო გაუმჯობესებისა და არსებული პრობლემების მოგვარების უკეთესი, უსწრაფესი მოგვარების საქმიანი შემოთავაზებები, ვხედავთ მხოლოდ დისტოპიური სურათის დახატვის ბოროტ კლოუნადას. თუ ვის და რა პოლიტიკას აირჩევს ხალხი თბილისსა და სხვა მუნიციპალიტეტებში, ნათლად დავინახავთ 2 ოქტომბერს“ - წერს გია აბაშიძე ფეისბუქის გვერდზე.