თამარ ტალიაშვილი: მახარებს, რომ ჩემს ქალაქს ასეთი პრინციპული მერი ეყოლება

თამარ ტალიაშვილი: მახარებს, რომ ჩემს ქალაქს ასეთი პრინციპული მერი ეყოლება

მახარებს, რომ ჩემს ქალაქს ასეთი პრინციპული მერი ეყოლება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი სოციალურ ქსელში წერს, რითაც თბილისის მერს მხარდაჭერას უცხადებს.

„ჩემთვის ძალიან მარტივია კომენტარი კახის ამ ნაბიჯზე, რადგან ბოლო წლები მასთან ერთად ვემსახურებოდი თბილისს და ზუსტად ვიცი, როგორი გულწრფელია კახი თავის ასეთ საქციელში.

მას რეალურად უყვარს ჩვენი ქალაქი და გული შესტკივა მის თითოეულ ბინადარზე, უყვარს გარემო, აფასებსა და უფრთხილდება მათ, ვინც მასთან ერთად დაუღალავად შრომობს დედაქალაქისთვის.

მე, როგორც ერთ რიგით თბილისელს, მახარებს და ვიცი, გამიმართლა, რომ ჩემს ქალაქს ასეთი პრინციპული მერი ეყოლება“, - წერს ტალიაშვილი.

შპს „თბილსერვის ჯგუფის“ გაფიცული თანამშრომლების ნაწილი სამუშაოს 6 აგვისტოსვე დაუბრუნდა. შეზღუდული პასუხიმგებლობის საწარმოს ხელმძღვანელობა, თბილისის მერიის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად, აქციის მონაწილეებს შეხვდა და მათ მოთხოვნებს გაეცნო.

გაფიცულები ხელფასის მომატებას, სამუშაო გრაფიკის პირობების გაუმჯობესებასა და უნიფორმებს ითხოვდნენ.