ვიოლა ფონ კრამონი: ევროკავშირი რჩება საქართველოს სუვერენიტეტის, მისი ტერიტორიული მთლიანობის ერთგული და დგას მისი მოსახლეობის გვერდით სრულ დეოკუპაციამდე

ვიოლა ფონ კრამონი: ევროკავშირი რჩება საქართველოს სუვერენიტეტის, მისი ტერიტორიული მთლიანობის ერთგული და დგას მისი მოსახლეობის გვერდით სრულ დეოკუპაციამდე

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი რუსეთსა და საქართველოს შორის კონფლიქტის 13 წლისთავს ეხმაურება.

„საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიიდან 13 წელი გავიდა. საქართველოს ტერიტორიის 20% ოკუპირებულია. ახლა რუსეთი საქართველოსა და ევროკავშირის წინააღმდეგ, დეზინფორმაციას ავრცელებს. ევროკავშირი საქართველოს სუვერენიტეტის, მისი ტერიტორიული მთლიანობის ერთგული რჩება და დგას მისი მოსახლეობის გვერდით სრულ დეოკუპაციამდე“, - წერს კრამონი.