ჩვენი ჯარი ოქტომბერში არის დასაცავი. თუ მათ ჩვენ დაგვიცვეს 2008 წელს, დაეცნენ ჩვენი გულისთვის, ახლა, ოქტომბერში თითოეულმა მოქალაქემ უნდა დაიცვას საქართველოს დამოუკიდებლობა და რეფერენდუმზე უარი უნდა უთხრას ხელისუფლებას, რომელსაც კრემლი, როგორც უწყება მთავარ მოკავშირედ განიხილავს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ ჟურნალისტებს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე განუცხადა.
როგორც დეკანოიძემ აღნიშნა, სამწუხაროა, რომ აქამდე საქართველოს ხელისუფლება ხელს უწყობდა რუსეთის გზავნილის გაღრმავებას, რომ სამხედრო აგრესია საქართველომ დაიწყო.
„ეს არის ძალიან მძიმე დღე, როდესაც ჩვენ გვიწევს ჩვენი დაღუპული გმირების საფლავებზე მოსვლა და პატივის მიგება, მაგრამ ამავე დროს საქართველოს თითოეული მოქალაქე არ შეიძლება სიამაყით არ აღივსოს და ეს სიამაყე არის ის, რომ ჩვენი სამშობლო ჩვენმა გმირებმა დაიცვეს და გააკეთეს ყველაფერი, რომ ქვეყანაში დამოუკიდებელი თაობა, დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი კვლავ ყოფილიყო დღეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი.
ახლა, დღეს რაც ხდება არის ის, რომ ჩვენი ჯარი ოქტომბერში არის დასაცავი. თუ მათ ჩვენ დაგვიცვეს 2008 წელს, დაეცნენ ჩვენი გულისთვის, ახლა, ოქტომბერში თითოეულმა მოქალაქემ უნდა დაიცვას საქართველოს დამოუკიდებლობა და რეფერენდუმზე უარი უნდა უთხრას იმ ხელისუფლებას, რომელსაც მაგალითად, კრემლი როგორც უწყება განიხილავს მთავარ მოკავშირედ. 8 და 7 აგვისტოს განსხვავება არის ძალიან დიდი. სამწუხაროა, რომ აქამდე საქართველოს ხელისუფლება ხელს უწყობდა რუსეთის გზავნილის გაღრმავებას, რომ საქართველომ დაიწყო სამხდრო აგრესია. ეს არის უპატიებელი განზრახვა საქართველოს ხელისუფლების. ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს ივანიშვილის, კალაძის და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების განცხადებები. ამიტომ ჩვენ ოქტომბერში უნდა დავიცვათ საქართველოს დამოუკიდებლობა, თავისუფლება და სუვერენიტეტი“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
?!
ალბათ თავისიანებს უყრის ამ საკენკს, თითქოს არც ტალიავინის დასკვნაზე სმენია რამე და არც ის იცის, მისმა უფროსობამ რომ მოაწერა ხელი - ეგრე იყოო!..
კი, უტიფრობისა და უნამუსობის მეტს რას ვხედავთ ნაცების მხრიდან, მაგრამ სირცხვილ-ნამუსისაგან ასე სტერილურად გაწმენდილი სხვა არავინ მეგულება!..
*
„ეს არის ძალიან მძიმე დღე, როდესაც ჩვენ გვიწევს ჩვენი დაღუპული გმირების საფლავებზე მოსვლა და პატივის მიგება..."
?!
თქვენს იმედზე რომ ყოფილიყო საქართველო, დაღუპული გმირების საფლავებზე მოსვლა და პატივის მიგება აღარ მოგვიწევდა, რადგან ეს საფლავები, უბრალოდ, არ გვექნებოდა: თქვენ ხომ მიატოვეთ მათი ცხედრები აგვისტოს ხვატში და ტაშ-ფანდური გამართეთ რუსთაველზე: რუსეთს ნიღაბი ჩამოვხსენითო!..
სხვა თუ არაფერი, ის მაინც ხომ შეგიძლიათ, რომ არ გამოხტეთ ამ იდიოტური დემაგოგიით და არ შეახსენოთ ხალხს, რა დამართეთ ქვეყანას იმ მწარე დღეებში!