გიგა ბოკერია:  ჩვენ უკვე წლებია გვყავს მთავრობა, რომელიც იმ პროპაგანდას არის აყოლილი, რაც ჩვენს მტერს ჰქონდა, თითქოს საქართველომ დაიწყო ომი

გიგა ბოკერია: ჩვენ უკვე წლებია გვყავს მთავრობა, რომელიც იმ პროპაგანდას არის აყოლილი, რაც ჩვენს მტერს ჰქონდა, თითქოს საქართველომ დაიწყო ომი

ჩვენ უკვე წლებია გვყავს მთავრობა, რომელიც აყოლილია იმ პროპაგანდას, რაც ჩვენს მტერს ჰქონდა - თითქოს საქართველომ დაიწყო ომი, - ასე ეხმაურება ,,ევროპული საქართველოს” ლიდერი გიგა ბოკერია ინფორმაციას, რომლის თანახმად ,,ქართული ოცნების” ლიდერები აგვისტოს ომის ხსოვნას პატივს 8 აგვისტოს მიაგებენ.

ბოკერიას შეფასებით, სამარცხვინოა თუ ვინმე მისდევს ნარატივს, რომ ქართული სახელმწიფო მძინარე ცხინვალს დაესხა თავს და აქედან ერთადერთი გამოსავალი არის ის, რომ ,,არ გვყავდეს ისეთი მთავრობა, რომელიც ამას აკეთებს”.

,,სიმბოლურ თარიღებსაც დიდი მნიშვნელობა აქვს. ჩვენ უკვე წლებია გვყავს მთავრობა, რომელიც ამ საკითხში იმ პროპაგანდას არის აყოლილი, რაც ჩვენს მტერს ჰქონდა - თითქოს საქართველომ დაიწყო ომი, ამასთან არის დაკავშირებული თარიღებიც. ყველამ იცის, რომ ქართულმა სახელმწიფომ 7 აგვისტოს დილით ადრე მიიღო პირველადი მონაცემი, რომ რუსული რეგულარული არმია შემოდიოდა საქართველოს ტერიტორიაზე. დღის განმავლობაში კი იყო მსხვერპლი და ქართველი სამშვიდობოები დაიღუპნენ. ეს სამარცხვინო ამბავია, თუ ვინმე ამ ამბის მიუხედავად მისდევს ნარატივს, რომ მძინარე ცხინვალს დაესხა ქართული სახელმწიფო თავს. აქედან გამოსავალი არის ის, რომ არ გვყავდეს ისეთი მთავრობა, რომელიც ამას აკეთებს”, - აღნიშნა გიგა ბოკერიამ.

ცნობისთვის, რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომიდან 13 წელი გავიდა.

 

Katana . შენ არ იყავი ერთ-ერთი, ვინც ამას მოაწერა ხელი?!..
ვაა, ახლა ამას რომ ვიღაცამ მისიკვდილებამდე სცემოს ამ უტიფრობისთვის - დაიჭერენ! არადა, რამდენჯერაც პირს დააღებს, იმდენჯერ არის საცემი!
3 წლის უკან