იაგო ხვიჩია: ოპოზიცია უკეთესად უნდა მოემზადოს ან 2024 წლის არჩევნებისთვის, ან იმისთვის, რომ ხალხი გამოიყვანოს ქუჩაში

იაგო ხვიჩია: ოპოზიცია უკეთესად უნდა მოემზადოს ან 2024 წლის არჩევნებისთვის, ან იმისთვის, რომ ხალხი გამოიყვანოს ქუჩაში

ოპოზიცონერი დეპუტატი, „გირჩის“ ლიდერი იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ ოპოზიცია უკეთესად უნდა მოემზადოს ან 2024 წლის არჩევნებისთვის, ან იმისთვის, რომ ხალხი გამოიყვანოს ქუჩაში.

„ოპოზიცია უკეთესად უნდა მოემზადოს ან 2024 წლის არჩევნებისთვის, ან იმისთვის, რომ ხალხი გამოიყვანოს ქუჩაში და ხელისუფლებას ძალით ჩაანიშნინოს რიგგარეშე არჩევნები. ოპოზიცია მთავარ შეცდომას უშვებს, როცა ხალხს არ ეუბნება რისთვის იბრძვის, გარდა იმისა, რომ უნდა „დაამხონ ქოცები“. ხალხისთვის ეს არ არის ის მთავარი პერსპექტივა, რის გამოც ისინი ბრძოლას გააგრძელებენ, მათთვის ეს პერსპექტივა არის ისეთი ქვეყანა, სადაც მათ ცხოვრება მოუნდებათ“, - განაცხადა ხვიჩიამ.

აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა, რომ როგორც დაგეგმილი იყო, საქართველოში არჩევნები ოქტომბერში გაიმართება და ახლა ნაადრევია საუბარი, რა იქნება ამ არჩევნების შემდეგ.