თამთა მეგრელიშვილი: სააკაშვილის პირდაპირი აღიარებაა - „ძალიან ბევრ არხზე თავად ვრეკავ, ველაპარაკები, ვისაც სჭირდება ჩემი რჩევა“

თამთა მეგრელიშვილი: სააკაშვილის პირდაპირი აღიარებაა - „ძალიან ბევრ არხზე თავად ვრეკავ, ველაპარაკები, ვისაც სჭირდება ჩემი რჩევა“

ექსპერტი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში წერს:

"ივანიშვილი არის საქართველოს ეკლესიის მტერი. მე ამაში ვარ დარწმუნებული, მას ეზიზღება პატრიარქი, ეზიზღება ეროვნული ფასეულობები, ყველაფერი, რაც ქართველების ღირსებასთან არის დაკავშირებული" ამ სიტყვების ავტორი მიხეილ სააკაშვილია.

ვიცი, გაგიკვირდათ და მეთანხმებით, რომ სააკაშვილი ამ სიტყვებში მხოლოდ საკუთარ თავს უნდა გულისხმობდეს, მაგრამ  ფაქტია მოწყვეტილია რეალობის შეგრძნებას.

ეს იყო პოლიტიკოსი რომელმაც საკუთარი ქვეყანა ომში გაყიდა!

ეს იყო პოლიტიკოსი რომელმაც საკუთარი მოქალაქეობა უარყო და სხვა ქვეყანას პოლიტიკურ მათხოვრად შეეკედლა!

ეს იყო პოლიტიკოსი რომელმაც პოლიტიკის ყველა წესი უარყო და რევოლუციონერის სინდრომით შეპყრობილი  მისსავე ლაბირინთში ჩაიკარგა.

ტყუილი -  "ივანიშვილი არის საქართველოს ეკლესიის მტერი" ...

სიმართლე -  2005–10 წლებში ივანიშვილის ფონდებიდან („ქართუ“, „საქართველოს ისტორიულ ძეგლთა დაცვისა და გადარჩენის ფონდი“ და ასოციაციიდან „ატუ“) ქართული ეკლესია–მონასტრების მშენებლობისა და  რეაბილიტაციისთვის 38 მილიონამდე ლარი დაიხარჯა.

სააკაშვილის მხილება ძალიან მარტივია, მაგრამ აქ აღარ გავაგრძელებ.

მისი პირდაპირი აღიარებაა "ძალიან ბევრ არხზე თავად ვრეკავ, ველაპარაკები, ვისაც სჭირდება ჩემი რჩევა, უმეტესობას არ სჭირდება, რადგან თავადაც კარგად იციან, რას აკეთებენ და ამას მხარს ვუჭერ მთლიანად".

ნიკა გვარამიას მისი რჩევა არ ჭირდება.

საქართველოს  მტრად თავად გამოზარდა და მანაც გაუმართლა.

სხვა ტელევიზიებს მიმართულებას ვაძლევო, თავად ამბობს და კი ვხედავთ მათი მხრიდან  პროფესია ჟურნალისტისათვის მიუღებელ ქმედებებს და ვისმენთ ანტისახელმწიფოებრივ  მოწოდებებს.

წამალზე შემჯდარი სააკაშვილის აღიარება გვაქვს, მისი მუქარაც სახეზეა - ელოდეთ სიურპრიზებსო!

არ ვიცი რისი იმედი აქვს   პოლიტიკიდან და საკუთარი ქვეყნიდან  სხვა ქვეყნის მათხოვრად გაქცეულს.

ფაქტია, მოგვიწოდებს და უნდა ველოდოთ...

თუნდაც ის რად ღირს, რომ პირველად

ვნახავთ კაცს პრეზიდენტობიდან ერთ - ერთ ტელეარხზე ბოროტი შოუმენის როლში”!