გიორგი ამილახვარი: ძალიან ამბიციური, ინოვაციური და რეალისტური საარჩევნო პროგრამა გვექნება

გიორგი ამილახვარი: ძალიან ამბიციური, ინოვაციური და რეალისტური საარჩევნო პროგრამა გვექნება

„ეს იქნება ძალიან ამბიციური, ინოვაციური და რეალისტური საარჩევნო პროგრამა, რომელიც 7 ძირითად მიმართულებას მოიცავს. თითოეულზე ცალ-ცალკე იქნება თემატური პრეზენტაციები და შეხვედრები ჩვენს თბილისელ ამომრჩეველთან“,- ამის შესახებ კახა კალაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა გიორგი ამილახვარმა „ქრონიკასთან“ განაცხადა.

მისი თქმით, წინასაარჩევნო პერიოდში გამართული ყველა შეხვედრა კოვიდრეგულაციების დაცვით ჩატარდება.

„თქვენ იცით, რომ 2017 წელს კახი კალაძის დაპირება და მთავარი სლოგანი იყო „სიცოცხლით სავსე ქალაქი“. მან თავისი ქმედებებით, როგორც სატრანსპორტო პოლიტიკის, ისე ურბანული დაგეგმარების თვალსაზრისით, გარემოს დაცვითი პოლიტიკით, სპორტის, კულტურის, ახალგაზრდობის მიმართულებით ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა, რომელთაც, ერთმნიშვნელოვნად, დღევანდელი თბილისი უკეთესი გახდა. ახლა უკვე კახა კალაძე და მისი გუნდი წარმოგიდგენთ „მეტი სიცოცხლე ყველა უბანში", რაც ნიშნავს, რომ თითოეულ უბანში, თითოეულ მოქალაქემდე მივა ის სიკეთეები მომდევნო 4 წლის განმავლობაში, რომელთაც აქამდე, თბილისის მასშტაბით, საფუძველი ეყრებოდა და ეს იქნება ძალიან ამბიციური, ინოვაციური და რეალისტური საარჩევნო პროგრამა, რომელიც მოიცავს 7 ძირითად მიმართულებას. თითოეულზე ცალ-ცალკე იქნება თემატური პრეზენტაციები, შეხვედრები ჩვენს თბილისელ ამომრჩეველთან და მათ ამას გავაცნობთ. ცხადია, შტაბი გადავიდა აქტიური დაგეგმარების პროცესში. ამ შეხვედრების დაორგანიზება მიმდინარეობს და სრულად იქნება დაცული კოვიდრეგულაციები. ბუნებრივია, ჩვენ ამ საკითხსაც ვითვალისწინებთ, ამიტომ უახლოეს მომავალში დაიწყება თემატური პრეზენტაციები და შეხვედრები თბილისის ყველა უბანში", - განაცხადა გიორგი ამილახვარმა.