გიორგი ამილახვარი: კახა კალაძე არ უშინდება არანაირ გამოწვევასა თუ პრობლემას, რაც უკვე არაერთხელ დაადასტურა

გიორგი ამილახვარი: კახა კალაძე არ უშინდება არანაირ გამოწვევასა თუ პრობლემას, რაც უკვე არაერთხელ დაადასტურა

კახა კალაძე არ უშინდება არანაირ გამოწვევასა თუ პრობლემას, რაც უკვე არაერთხელ დაადასტურა, - ამის შესახებ კახა კალაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა გიორგი ამილახვარმა განაცხადა.

„არ მინდა, ახლა ყველა დეტალი გავახმაურო, ვინაიდან ჩვენ გვინდა, რომ ეს სიურპრიზად დავუტოვოთ თბილისელ ამომრჩეველს, თუმცა მოკლედ გეტყვით, რომ პოლიტიკაში მოსვლის პირველივე დღიდან კახა კალაძე განსხვავებულ პოლიტიკოსად ჩამოყალიბდა. ის ამბიციური პოლიტიკოსია იმ კუთხით, რომ არ უშინდება არანაირ გამოწვევასა თუ პრობლემას. მე მგონია, რომ მან ეს უკვე არაერთხელ დაადასტურა. ინოვაციების კუთხით დაგეგმილი გვაქვს რამდენიმე დეტალი და პირობას გაძლევთ, რომ ახლო მომავალში ჩვენ გადავალთ აქტიურ საარჩევნო კამპანიაზე“, - აცხადებს გიორგი ამილახვარი.