მიხეილ სარჯველაძე:  რიგგარეშე არჩევნების ჩატარება მიზეზის გარეშე, მხოლოდ იმიტომ, რომ ეს არის ოპოზიციის სურვილი და მოთხოვნა, არ მოხდება

მიხეილ სარჯველაძე:  რიგგარეშე არჩევნების ჩატარება მიზეზის გარეშე, მხოლოდ იმიტომ, რომ ეს არის ოპოზიციის სურვილი და მოთხოვნა, არ მოხდება

რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარება მიზეზის გარეშე, მხოლოდ იმიტომ, რომ ეს არის ოპოზიციის სურვილი და მოთხოვნა, არ მოხდება, - ეს განცხადება ჟურნალისტებთან ფრაქცია „ქართული ოცნების“ დეპუტატმა მიხეილ სარჯველაძემ გააკეთა.

სარჯველაძე იმასაც ამბობს, რომ ვადამდელ არჩევნებს კონკრეტული წინაპირობები აქვს, ხოლო ამ დროისთვის მსგავსი წინაპირობები არ არსებობს და არც მოსალოდნელია, რომ შესაბამისი ვადის დადგომამდე გაჩნდება.

„წინაპირობები განსაზღვრულია კონსტიტუციით, როდის შეიძლება ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნები“, - დასძინა მიხეილ სარჯველაძემ.