თეა მაისურაძე: ინფორმაცია, რომ თითქოს საქართველოს პრემიერ-მინისტრი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადეს ბალტიის ქვეყნებმა, არის სრული აბსურდი

თეა მაისურაძე: ინფორმაცია, რომ თითქოს საქართველოს პრემიერ-მინისტრი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადეს ბალტიის ქვეყნებმა, არის სრული აბსურდი

ინფორმაცია, რომ თითქოს საქართველოს პრემიერ-მინისტრი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადეს ბალტიის ქვეყნებმა და ამ შემთხვევაში ლატვიამ, არის სრული აბსურდი, - ამის შესახებ ლატვიაში საქართველოს ელჩმა, თეა მაისურაძემ „ქრინიკასთან“ სატელეფონო საუბარში განაცხადა.

მისი განმარტებით, ამაზე სერიოზული კომენტარი ვერ გაკეთდება.

„რაც შეეხება ვიზიტის გაუქმებას, ამასაც ვერ დავადასტურებ. ვიზიტი არ გაუქმებულა და მისი ორგანიზება უმაღლეს დონეზე ორ ქვეყანას შორის ყოველთვის დღის წესრიგშია და ვადასტურებ, რომ მათ შორის პრემიერის ვიზიტი განიხილება და უკვე დიდი ხანია დღის წესრიგშია. ეს დარჩება დღის წესრიგში მანამ, სანამ არ მოხდება შეთანხმება ქართულ და ლატვიურ მხარეებს შორის ვიზიტის კონკრეტილ თარიღებზე“, - განაცხადა ელჩმა.

მანამდე რამდენიმე მედიასაშუალებაში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ბალტიის ქვეყნებმა ირაკლი ღარიბაშვილს ვიზიტზე უარი უთხრეს, რაც საგარეო საქმეთა სამინისტრომ უარყო.

Aburjga Tasmanieli ბალტიის ქვეყნები?! ქვეყნები არა ის არ გინდათ კიდევ?! ეს რუსეთია, რუსეთის წყეული სეპარატისტული პერიფერია!
2 წლის უკან