სემეკი ელექტროენერგიის ბაზრის მონაწილეებს აფრთხილებს

სემეკი ელექტროენერგიის ბაზრის მონაწილეებს აფრთხილებს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) ეხმაურება ელექტროენერგიის ბაზრის რეფორმის მიმდინარეობასთან დაკავშირებით ზოგიერთი საკონსულტაციო კომპანიის მიერ ბაზრის არსებული და მომავალი მონაწილეებისათვის არასწორი ინფორმაციის მიწოდებისა და მათი შეცდომაში შეყვანის ფაქტებს. 

ბოლო პერიოდში გახშირდა საკონსულატიო კომპანიების მხრიდან სხვადასხვა შეთავაზებები ელექტროენერგიის ბაზრის მონაწილეებისათვის, კერძოდ ელექტროენერგიის მწარმოებლებისა და მსხვილი მომხმარელებისათვის, რაც გარკვეულ შემთხვევებში არ ასახავს ბაზარზე დაგეგმილ ცვლილებებს და არასწორ მოლოდინებს უჩენს ბაზრის მონაწილეებს.

საქართველოს ელექტროენერგეტიკულ სექტორში მიმდინარე რეფორმისა და მოსალოდნელი სტრუქტურული ცვლილებების შესაბამისად, საკონსულტაციო კომპანიების ფუნქციონირება მნიშვნელოვანია. თუმცა, საკონსულტაციო პროცესი უნდა წარიმართოს კვალიფიციური პირების მიერ, რათა არ მოხდეს მომხმარებლების შეცდომაში შეყვანა.

გასათვალისწინებელია, რომ მიმდინარე რეფორმის შესახებ  ბაზრის არსებულმა და მომავალმა მონაწილეებმა პირველ რიგში ინფორმაცია მიიღონ სემეკისგან, ელექტროენერგიისა და სისტემის ოპერატორებისგან (საქართველოს ენერგეტიკული ბირჟა და საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა). 

უზუსტობების თავიდან ასაცილებლად, სემეკი მზადაა ნებისმიერ დროს შეხვდეს ელექტროენერგიის ბაზრის მონაწილეებს და გაუწიოს კვალიფიციური კონსულტაცია მათთვის საჭირო და საინტერესო საკითხებზე.

ინფორმაციისთვის: აღნიშნული არ ეხება საყოფაცხოვრებო მომხმარებლებსა და მცირე საწარმოებს.

კონსულტაციისა და დეტალური ინფორმაციისათვის დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ სემეკს, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემასა და საქართველოს ენერგეტიკულ ბირჟას. 

საკონტაქტო ინფორმაცია:

სემეკი: (+995 32) 2 420180 (321),  consulting@gnerc.org;

საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა/საბალანსო ბაზრის ოპერატორი: 

(+995) 595 95 95 66, infobm@gse.com.ge;

საქართველოს ენერგეტიკული ბირჟა:   mail@genex.ge.