კელი დეგნანი: ცალმხრივი რეფორმები საკმარისი არ არის, საქართველოს სჭირდება მრავალპარტიული რეფორმები - იმედი გვაქვს, შეთანხმება ძალაში დარჩება

კელი დეგნანი: ცალმხრივი რეფორმები საკმარისი არ არის, საქართველოს სჭირდება მრავალპარტიული რეფორმები - იმედი გვაქვს, შეთანხმება ძალაში დარჩება

ცალმხრივი რეფორმები საკმარისი არ არის, საქართველოს სჭირდა მრავალპარტიული რეფორმები, იმედი გვაქვს, რომ შეთანხმება ძალაში დარჩება - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა, რითაც „ქართული ოცნების“ მიერ 19 აპრილის შეთანხმების ანულირებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა.

როგორც კელი დეგნანმა აღნიშნა, განცხადებები, რომელიც გაკეთდა, აჩვენებს, იმედგაცრუებას.

„თითოეული განცხადება, რომელიც საქართველის მეგობარმა ქვეყნებმა და მათ შორის ჩვენც გავაკეთეთ, აჩვენებს თუ რამდენად იმედგაცრუებულები ვართ შეთანხმების დატოვების შესახებ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებით. ეს იყო საუკეთესო გზამკვლევი, 6-თვიანი მოლაპარაკებების შედეგი იმ რეფორმების შესახებ, რომლებიც საქართველოს სჭირდება განახორციელოს. შეთანხმების მთავარი ღირებულება იყო პარტიების ერთობლივი მოლაპარაკება რეფორმების განსახორციელებლად. იმედი გვაქვს, რომ შეთანხმება გახდება მთავარი სტრუქტურული ჩარჩო პარტიებისთვის რათა ერთობლივად იმუშაონ. ცალმხრივი რეფორმები საკმარისი არ არის, საქართველოს სჭირდა მრავალპარტიული რეფორმები. იმედი გვაქვს, რომ შეთანხმება ძალაში დარჩება და გააგრძელებს იმ გზამკვლევის ფუნქციას, რაც ასეთი მნიშვნელოვანია“, - განაცხადა მან.

შეკითხვაზე დაუწესებს თუ არა აშშ საქართველოს სანქციებს ელჩმა უპასუხა, რომ „სანქციებზე საუბარი ნაადრევია იქამდე, სანამ არ ამოიწურება ყველა სხვა შანსი, რომ ეს შეთანხმება შესრულდეს“.

ამასთან ის პარტიებს, რომლებმაც შეთნხმებას ხელი არ მოაწერეს შეთანხმებაზე ხელმოწერისკენ მოუწოდებს.