ჩუღურეთის რაიონში, ცოტნე დადიანის N7-ში, 1 600 კვადრატულ მეტრზე დასასვენებელი სივრცე მოეწყო.
დასრულებული პროექტი ჩუღურეთის რაიონის გამგებელმა ზურაბ ჩიკვილაძემ, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილესთან და რაიონის მაჟორიტარ დეპუტატთან გიორგი ვოლსკისთან და პარლამენტის დეპუტატ რიმა ბერაძესთან ერთად დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.
ტერიტორიაზე მოეწყო ახალი სპორტული მოედანი, განათების სისტემა, საფეხმავლო ბილიკი მოპირკეთდა ფილებით, ასევე განთავსდა საპარკე ავეჯი და ტრენაჟორი. ბაშვებისთვის მოეწყო გასართობი სივრცე. დაირგო ხე-მცენარეები და ტერიტორია შემოიფარგლა უსაფრთხოების მოაჯირით.
სამუშაოები, ჩუღურეთის რაიონის გამგეობის დაკვეთით, კონტრაქტორმა კომპანიამ შეასრულა და მისი ღირებულება 370 000 ლარია.