ხატია დეკანოიძე: პარლამენტი არ უნდა იყოს ის ადგილი, სადაც დეპუტატები ერთმანეთზე ძალადობენ

ხატია დეკანოიძე: პარლამენტი არ უნდა იყოს ის ადგილი, სადაც დეპუტატები ერთმანეთზე ძალადობენ

პარლამენტი არ უნდა იყოს ის ადგილი, სადაც დეპუტატები ერთმანეთზე ძალადობენ, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

მან კომენტარი გააკეთა, უნდა დაწესდეს თუ არა სანქციები პარლამენტში ჩხუბისთვის.

„ბიუროს სხდომაზე მე მომისმენია, ჩემი მისამართით შეურაცხმყოფელი, ხმამაღალი განცხადებები. ამიტომ, პარლამენტი არ უნდა იყოს ის ადგილი, სადაც დეპუტატები ერთმანეთზე ძალადობენ და განსაკუთრებით ქალებზე ძალადობენ კაცი დეპუტატები. შეიძლება ვინმეს ეს ფორმა გამოხატვის მოსწონდეს, შეიძლება ვინმეს არ მოსწონდეს, მაგრამ იმ მომენტში ნონა არავისზე არ ძალადობდა და შეურაცხყოფას არავის არ აყენებდა“, - განაცხადა დეკანოიძემ.

Katana . რა თქმა უნდა, პარლამენტი არ არის საუკეთესო ადგილი ფიზიკური შესაძლებლობების სადემონსტრაციოდ, მაგრამ პერლამენტარებიც ჩვეულებრივი ადამიანები ხართ - სრულიადაც არ გამოირჩევით არც სხვაზე აღმატებული ინტელექტით, არც სხვაზე მაღალი ზნეობრივ-მორალური თვისებებით და ამიტომაც ფიზიკურ შეხლა-შემოხლას ვხედავთ თითქმის ყველა ქვენის პარლამენტებში, კორეიდან დაწყებული, ევროპით დამთავრებული...
მით უფრო, არ არის ეგ გასაკვირი საქართველოს პარლამენტში, სადაც თქვენი პოლიტიკური ძალა მხოლოდ დესტრუქციისთვის არის შესული.
2 წლის უკან