ერისთავის ქ.N3-ში საერთო სარგებლობის კიბე და სახურავი მოეწყო

ერისთავის ქ.N3-ში საერთო სარგებლობის კიბე და სახურავი მოეწყო

ჩუღურეთის რაიონში, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, ერისთავის ქ. N3-ში, თბილისური ტიპის ეზოში საერთო სარგებლობის კიბე და სახლის სახურავი მოეწყო.

დასრულებული სამუშოები, ჩუღურეთის რაიონის გამგებელმა ზურაბ ჩიკვილაძემ დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.

„ჩვენი რაიონი გამორჩეულია თბილისური ტიპის ეზოებით. ჩვენი პრიორიტეტიც სწორედ მათი იერსახის შენარჩუნებაა. აღნიშნულ ეზოში, ჩუღურეთის რაიონის გამგეობის დაფინანსებით ასევე შეიცვალა სახურავი“-განაცხადა ზურაბ ჩიკვილაძემ.

სამუშაოები ჩუღურეთის რიონის გამგეობის დაკვეთით კონტრაქტორმა კომპანიამ შეასრულა და მისი ჯამური ღირებულება 16.000 ლარია. 

მსგავსი სამუშაოები ნათიშვილის N3-ში და ჩიქობავას N20-შიც დასრულდა.

 

amo ავთანდილის ქუჩა?
3 წლის უკან