შიმშილის გამო საავადმყოფოში მოხვედრილი მცირეწლოვანი. 1 წლის გოგიტა აბაშიძე დედათა და ბავშვთა ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში შოკურ მდგომარეობაშია. მიზეზი პატარის ოჯახში არსებული მძიმე სოციალური პირობებია. თვეების განმავლობაში ბავშვი მოხალული ფქვილის ფაფით იკვებობოდა. აბაშიძეების 5-სულიანი ოჯახი დახმარებას და სოციალურ სტატუსს ითხოვს.