ირაკლი ქადაგიშვილმა განმარტა, რატომ არ აწერს ხელს „ნაციონალური მოძრაობა“ საერთაშორისო მედიაციით შექმნილ დოკუმენტებს

ირაკლი ქადაგიშვილმა განმარტა, რატომ არ აწერს ხელს „ნაციონალური მოძრაობა“ საერთაშორისო მედიაციით შექმნილ დოკუმენტებს

„ნაციონალური მოძრაობა“ ბოლო საპარლამენტო არჩევნების წინ არცერთ საერთაშორისო მედიაციით შექმნილ დოკუმენტს არ აწერდა ხელს და პარლამენტში მიღებულ არცერთ საკანონმდებლო აქტს არ მოაწერა ხელი, მათ შორის ხმა არ მისცეს კონსტიტუციას, - ამის შესხებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა „ქრონიკას“ განუცხადა.

ამასთან, ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ მიზანი არჩევნების დელეგიმიტაცია იყო. „ახლაც იგივე გზა უჭირავთ. ისინი შინაგანად ღრმად არიან დარწმუნებულნი, რომ ვერცერთ არჩევნებს ვერ მოიგებენ. ახლაც მცდელობა ექნებათ, რომ იგივე დღის წესრიგი დაატრიალონ ქვეყანაში“, - აღნიშნა ქადაგიშვილმა.

შარლ მიშელის დოკუმენტით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება მნიშვნელოვანია ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის, თანხმდებიან პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები. თუმცა ამავე შეთანხმებას ამ დრომდე არ უერთდებიან საპარლამენტო ოპოზიციიდან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები.