ჩუღურეთის რაიონის გამგეობის ორგანიზებით, მთაწმინდის პარკში კულტურულ-გასართობი ღონისძიება კოვიდ რეგულაციების სრული დაცვით მოეწყო. მასში მონაწილეობა რაიონში მცხოვრებმა ბავშვებმა მიიღეს.
ღონისძიების “ერთი დღე მთაწმინდის პარკში” ფარგლებში, ბავშვებს პარკში განთავსებული ატრაქციონებით სარგებლობა უფასოდ შეეძლოთ.
აღნიშნულ ღონისძიებას ჩუღურეთის რაიონის გამგებელი,ზურაბ ჩიკვილაძე, პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან და რაიონის მაჟორიტარ დეპუტატ გიორგი ვოლსკისთან ერთად დაესწრო.