სალომე სამადაშვილი: ის ხალხი, ვინც ხელს არ აწერს მიშელის შეთანხმებას, პირდაპირ ეწინააღმდეგება ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეების მიერ გატარებულ პოლიტიკას

სალომე სამადაშვილი: ის ხალხი, ვინც ხელს არ აწერს მიშელის შეთანხმებას, პირდაპირ ეწინააღმდეგება ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეების მიერ გატარებულ პოლიტიკას

დღეს ის ხალხი, ვინც ხელს არ აწერს მიშელის შეთანხმებას, პირდაპირ ეწინააღმდეგება ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეების მიერ გატარებულ პოლიტიკას, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

„ჩემთვის გაუგებარია „ნაციონალური მოძრაობა“ რატომ არ აწერს ხელს ამ დოკუმენტს“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

შარლ მიშელის დოკუმენტით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება მნიშვნელოვანია ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის, თანხმდებიან პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები. თუმცა ამავე შეთანხმებას ამ დრომდე არ უერთდებიან საპარლამენტო ოპოზიციიდან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები.