საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ საქართველოს ამჟამინდელი მთავრობის აქტივისტმა ქვეყნის და ევროპის დროშები დაამტვრია. ამის შესახებ მან ტელეკომპანია ,,იმედის” ჟურნალისტთან ვახო სანაიასთან ინტერვიუში განაცხადა. ამის დასამტკიცებლად პრეზიდენტმა იუთუბზე გავრცელებული რამდენიმე წამიანი ვიდეო მოიშველია, სადაც ჩანს, რომ ერთ-ერთი მოქალაქე დროშებს მართლაც ამტვრევს.
აღნიშნული ვიდეო ჯერ კიდევ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა 2012 წლის 10 ივლისს გადაიღო, როდესაც გორის რაიონის სოფელ ძევერაში, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ,ადგილობრივ მოსახლეობასთან კოალიცია ,,ქართული ოცნების” ლიდერები ნინელი ჭანკვეტაძე და სხვა პირები შეხვედრებს მართავდნენ. ჟურნალისტი შეხვედრაზე მისულ ერთ-ერთ ადგილობრივ მცხოვრებს სოფლის პრობლემებზე ესაუბრებოდა. ქალბატონს ხელთ შვილიშვილი ეკავა, რომელსაც სოფელში ჩასულმა პოლიტიკოსებმა და აქტივისტებმა ,,ქართული ოცნების” და საქართველოს დროშა აჩუქეს.
ამ დროს ამ ქალბატონის ოჯახის წევრმა ჩამოიარა და მას უთხრა: ,,რა დროშებს აფრიალებ”. ამის შემდეგ ბავშვს ორივე დროშა გამოართვა და დაამტვრია.
იხ. 2012 წლის 11 ივლისს გასული სტატია: ,,გამგებლის ნათესავები შეხვედრების ჩაშლას კვლავ განაგრძობენ"
იხ. ვიდეო: