ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძეს მიაჩანია, რომ ოპოზიციის შეტევის შემდეგი ობიექტი ცესკო და მისი თავმჯდომარეობის კანდიდატი, გიორგი კალანდარიშვილი იქნებიან.
ზაალ ანჯაფარიძის აზრით, არჩევნებამდე ოპოზიცია ახალი „სასუნავის“ ძიებას დაიწყებს.
„მას შემდეგ, რაც ოპოზიცია და „ნაცმოძრაობასთან“ აფილირებული ჟურნალისტები დარწმუნდებიან, რომ „ჟურნალისტური რევოლუცია“ კიევის რევკომიდან მიღებული დავალების მიუხედავად, არ გამოუვათ, დაიწყებენ ახალი „სასუსნავის“ ძიებას - უფრო ზუსტად კი, შეტევის ახალი ობიექტის. დიდი ალბათობით, ეს იქნება ცესკო და მისი თავმჯდომარეობის კანდიდატი გიორგი კალანდარიშვილი. პროფესიულ წუნს მის საქმიანობასა და პროფესიონალიზმში ვერ პოულობენ მისი ყოფილი კოლეგები-ამჟამად, ოპოზიციური პარტიის წევრები. თუმცა, მიუხედავად ამისა, მაინც ცდილობენ მის სტიგმატიზებას დაუსაბუთებელი ბრალდებებით. ეს „კინო“ ჩვენს მოქალაქეებს არაერთხელ უნახავთ - დააბრალო რაც შეიძლება მეტი, რაც შეიძლება წარმოუდგენელი და მერე ჩააყენო ბრალდების ობიექტი თავის მართლების პოზიციაში. გათვლა მარტივია, რომც გაიმართლოს თავის ბოლომდე, ნასროლი ტალახის კვალი აქა იქ მაინც დარჩება“- ამბობს ზაალ ანჯაფარიძე.
მისი თქმით, საკომიტეტო მოსმენაზე კალადარიშვილმა დელიკატურად, მაგრამ გასაგებად აგრძნობინა ოპონენტებს, რომ თავმჯდომარის რანგში მაქსიმალურად დაიცავს ცესკოში მომუშავე ხალხის რეპუტაციას და ადამიანური ღირსებას.
„ზოგადად, საქართველოში, სხვადასხვა სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზების გამო, ადამიანების რეპუტაციის და ღირსების დაცვა საკმაოდ პრობლემური გახდა, როგორც უდანაშაულობის პრეზუმცია.
რადგანაც კალანდარიშვილი, არჩევის შემთხვევაში, , დიდი ალბათობით, არ დაიწყებს ოპოზიციის გულის მოსაგებად და კრიტიკის ასაცილებლად მათთვის ქედის დახრას .პერსონალური შეტევები მასზე გახშირდება. არ არის გამორიცხული, რომ ოპოზიციამ მისი კანდიდატურა ჩააგდოს, რადგანაც, თუ ბოლო პერიოდის მოვლენებით ვიმსჯელებთ, მარგინალიზაციის გზაზე შემდგარი „ნაცმოძრაობა“ და მის ორბიტაზე მოტრიალე ოპოზიცია, ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ მაქსიმალურად ტოქსიკური გახადონ წინასაარჩევნო გარემო, რომლის შემადგენელი ნაწილიც იქნება ცესკოს განახლებული შემადგენლობის დისკრედიტაცია.
„ცივი სამოქალაქო ომის“ პირობებში, რომლის ინტენსივობაც კრიტიკული არჩევნების მოახლოების კვალობაზე, რა თქმა უნდა, მოიმატებს, ცესკოს გამართულ მუშაობას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. „- აღნიშნა ანჯაფარიძემ.