ჩუღურეთის რაიონში, აღმაშენებლის N147-ში, საცხოვრებელ კორპუსში სამგზავრო ლიფტები მოეწყო. სამუშაოები ჩუღურეთის რაიონის გამგებელმა ზურაბ ჩიკვილაძემ, პარლამენტის დეპუტატ რიმა ბერაძესთან ერთად დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.
პროექტი გამგეობის დაკვეთით, კონტრაქტორმა კომპანიამ შეასრულა და მისი ღირებულება 75.000 ლარია.