საიდუმლო მიმოწერა, სადაც კონკრეტული პირების პოლიტიკურ განწყობებზეა საუბარი. უმრავლესობის ერთ-ერთი წევრი სკანდალურ წერილებს აქვეყნებს. ოთარ ჩრდილელის მტკიცებით, ეს არის არჩევნების წინ შედგენილი მონაცემები, სადაც, სავარაუდოდ სამართალდამცველები დ ნაციონალური მოძრაობის კოორდინატორები ერთმანეთს ოპოზიციის მხარდამჭერთა შესახებ ინფრომაციას აწვდიან, იქვე ახსენებენ მაკომპრომეტირებელ ფაქტებს. წერილებში მითითებულია კონკრეტული სახელები და გვარები. რამდენიმე ფრაზა დღეს გამოქვეყნებული მიმოწერიდან: ,,არის ჩვენთვის განსაკუთრებით საშიში, ზომიერად ტექნიკური და თვალთმაქცი, საუბრებში ირგძნობა მეოცნებე და ანტინაციონალური სული". წერილებში ნახსენებ რამდენიმე პირს დღეს მეცხრე არხის გადამღები ჯგუფი შეხვდა