რეჟისორების ნაწილი სამართალდამცავებს ეროვნულ კინო-ცენტრში გამოძიების დაწყებას სთხოვს. საქმე ეხება ბრიტანულ პროექტ ,,ეპიკის" დაფინანსებას. კინო-რეჟისორების მტკიცებით, პროექტის განსახორციელებლად კინო-ცენტრიდან მილიონ 700 000 ლარია გადარიცხული. არსებობს საქართველოს კულტურის სამინისტროსა და ბრიტანულ მხარეს შორის გაფორმებული ხელშეკრულება, რომლიც ერთ-ერთი ხელმმომწერი კულტურის ყოფილი მინისტრი ნიკა რურუაა. რეჟისორებს ეჭვი აქვთ, რომ გადარიცხული მილიონებით ფულის გათეთრება მოხდა. ეროვნულ კინო-ცენტრში ბრალდებას უატყოფენ, თუმცა დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებენ