დავაკვირდებით, რას ნიშნავს ეს ბოიკოტი, რადგან ჩვენ ვიცით, რომ არის საკითხები, რომელზეც ჩვენი კოლეგა ოპოზიციონერები ამბობენ, რომ ჩაერთვებიან საქმიანობაში. არის საკითხები, რომლებზეც ამბობენ, რომ მუშაობაში ჩაერთვებიან, - ამის შესახებ „გირჩის“ დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
„ყველა საკითხი არც მე მაინტერესებს და მეც არ დავდივარ. შესაბამისად, გასარკვევია, რა ინტერესები აქვთ ჩვენს კოლეგებს. ჩემი აზრით, ნებისმიერ შემთხვევაში, პარლამენტში ძლივს შემოსულზე აშანტაჟო ხალხი, რომ თუ ასე არ იზამ, მე გავალ პარლამენტიდან, სერიოზულად არ გამოიყურება“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
„ნაციონალური მოძრაობა“ და „ლელო“ კვლავ ბოიკოტის რეჟიმს უბრუნდება და ყოველდღიურ საპარლამენტო მუშაობაში ჩართულობაზე უარს აცხადებენ.
12 ივლისს, ფრაქცია „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრებმა პარლამენტის სხდომათა დარბაზი დემონსტრაციულად დატოვეს.