თამთა მეგრელიშვილი: მოთმინებისა და გააზრებული თანაგრძნობის ნაცვლად, პოლიტიკოსები თუ მისი სატელიტი მედიასაშუალებები როგორ ცდილობთ და ვერა და ვერ ინაწილებთ

თამთა მეგრელიშვილი: მოთმინებისა და გააზრებული თანაგრძნობის ნაცვლად, პოლიტიკოსები თუ მისი სატელიტი მედიასაშუალებები როგორ ცდილობთ და ვერა და ვერ ინაწილებთ "ნადავლს"

„ძალიან სამწუხარო ამბავი მოხდა...თანადგომას ვუცხადებ გარდაცვლილი ლექსო ლაშქარავას ოჯახს, მის ნათესავებსა და კოლეგებს. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქმედებს საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში. დაიწყო გამოძიება და გონივრულ ვადაში დაიდება ექსპერტიზის შედეგი კითხვაზე პასუხისთვის თუ რა გახდა ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალების მიზეზი“ - წერს საჯარო მმართველობის დოქტორი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში. 

მისი თქმით, გამაოგნებელია, რომ მოთმინებისა და გააზრებული თანაგრძნობის ნაცვლად, პოლიტიკოსები თუ მისი სატელიტი მედიასაშუალებები ცდილობენ და  ვერ ინაწილებენ "ნადავლს".

„ძალიან სამწუხარო ამბავი მოხდა...

თანადგომას ვუცხადებ გარდაცვლილი ლექსო ლაშქარავას ოჯახს, მის ნათესავებსა და კოლეგებს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქმედებს საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში.

დაიწყო გამოძიება და გონივრულ ვადაში დაიდება ექსპერტიზის შედეგი კითხვაზე პასუხისთვის თუ რა გახდა ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალების მიზეზი.

მანამდე კი, გამაოგნებელია, მოთმინებისა და გააზრებული თანაგრძნობის ნაცვლად, პოლიტიკოსები თუ მისი სატელიტი მედიასაშუალებები როგორ ცდილობთ და ვერა და ვერ ინაწილებთ "ნადავლს".

მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური შვილობილები სვავებივით ერთ ჯგუფად ელით - რა იქნება. 

ერთმანეთს ეთანხმებით, აგულიანებთ - მსხვერპლი სჭირდება ქვეყნის აყირავებას და რა ვქნათო! მანამ, სანამ საზოგადოების დიდი ნაწილი გულწრფელად გულნატკენი ელოდება კითხვაზე პასუხს, რა მოუვიდა ახალგაზრდა მამაკაცს, 

მანამდე პოლიტიკური პერფორმანსის დედამ, წითელ საღებავში დათხვრილმა ელენე ხოშტარიამ კამერებით მთავრობის ადმინისტრაციასთან მიშასთვის შოუ დადგა. აქეთ ნანუკა ჟორჟოლიანმა, ვერ გავხდი დეპუტატი და ახლა მაინც უნდა ვქნა რამეო და ჩვეული მანერით ... 

ჯერ კიდევ დაუსრულებელ ექსპერტიზაზე პოსტი გამოფინა - გაყალბებულია ექსპერტიზა და გადადგეს... სტატუსებით ერთმანეთს ასწრებენ...

აბა, დაპლიუსდით, ვინ გვიერთდებით (ვის ჯერა მხოლოდ ჩვენი ვერსიის, გამოდით, ავაყირავოთ ქვეყანა!)

ამ განწყობის კიდევ ბევრ სტატუსსა თუ ამაზრზენ ქმედებას ვიხილავთ, ვიცი და ეს არ დასრულდება მანამ, სანამ არ დაისჯებიან, როგორც ფიზიკური, ასევე ფსიქიკური ძალადობის შემოქმედნიც, ის მედიის ხელმძღვანელებიც, ვიწრო პარტიული ინტერესების დასაცავად კაბინეტებიდან რომ დირიჟორობენ და საკუთარი წვლილი შეაქვთ ნაჩქარევად დაწერილ ერთიან სცენარში“ წერს თამთა მეგრელიშვილი Facebook-ზე.