ირაკლი ღარიბაშვილი: უდიდეს გულისტკივილს გამოვხატავ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების გამო

ირაკლი ღარიბაშვილი: უდიდეს გულისტკივილს გამოვხატავ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების გამო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი „ტვ პირველის“ ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების გამო, მწუხარებას გამოთქვამს.

„უდიდეს გულისტკივილს გამოვხატავ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების გამო. ეს არის წარმოუდგენელი ტრაგედია. ამ მძიმე წუთებში, თანადგომას ვუცხადებ ოჯახს, ახლობლებს, „ტვ პირველის“ კოლექტივს და მთელ მედია საზოგადოებას. შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე დაიწყო გამოძიება და საზოგადოებას უმოკლეს ვადებში მიეწოდება სრულყოფილი ინფორმაცია“, - წერია Facebook-პოსტში, რომელიც პრემიერის გვერდზე გავრცელდა.

ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე, ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოში, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115 მუხლით დაიწყო. დაინიშნა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა. გარდაცვლილის ცხედარი გადასვენებულია ექსპერტიზის ბიუროში.

ლექსო ლაშქარავა, რომელიც 5 ივლისის მოვლენების დროს დაშავდა, გამთენიისას, საკუთარ სახლში გარდაიცვალა. ოპერატორს „თბილისი პარაიდის“ მოწინააღმდეგეები, რადიკალურად განწყობილი ჯგუფები სასტიკად გაუსწორდნენ. ის პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა.

გარდაცვლილი ოპერატორის საქმეზე ალტერნატიულ ექსპერტიზას დამოუკიდებელი ექსპერტი, ალექსანდრე გეჯაძე ჩაატარებს.

Aburjga Tasmanieli ძალიან შემებრალა ეს გარდაცვლილი ადამიანი! ორმაგად ცოდვაა, ერთი რომ უდროოდ წავიდა ამ ქვეყნიდან და მეორე უფრო უარესი - უნებლიედ მისმა სიკვდილმა სტარტი მისცა ამ ქვეყანაში მობოგინე გამყიდველების და გახრწნილების პოლიტიკური დღისწესრიგის რეინკარნაციის მცდელობას! ახლა ნამდვილად დავდექით სახელმწიფო გადატრიალების საშიშროების წინაშე! აშშ და ევროკავშირი ასეთ შანსს არ გაუშვებს! ვფიქრობ, რომ ოპერატიულად დაამხობენ ხელისუფლებას! რასაც ეგზომ დაუფარავად ცდილობდნენ. გარემოებების, პოლიტიკური კონტექსტის და მომავალი საფრთხეების გათვალისწინებით მიჩნდება საკმაოდ საფუძვლიანი ეჭვები - ისმის მთავარი კითხვა, ხომ არ არის ეს ადამიანი მავანთა ბინძური პოლიტიკური განზრახვების გამო შეწირული ზვარაკი??!!
4 წლის უკან
Aburjga Tasmanieli უშინ მთელი საღამო ვცდილობდი ამბები.გე-ზე ეს პოსტი დამედო! არ დამადებინა იქაურმა მოდერატორმა!! ახლა აქ ვცდი...
- მივმართავ პრემიერ ღარიბაშვილს! ბატონო პრემიერო ამ ე.წ. ელჩის "რიჟა ბაზარიდან" გამოვიტანე ერთი დასკვნა - თურმე სათანადოდ ვერ გაფასებდით, იმაზე მაგარი კაცი ყოფილხარ ვიდრე მეგონა! არ შედრკე, იყავი ქართველი ერის მოამაგე, ეკლესიის მოსარჩლე და ღვთის მრწმნი, ჭირისუფალი და ერიდა ბერი სულ შენს გვერდზე იდგება!. კიდევ უფრო გაძლიერდი, კლდედ იქეც ისე მედგრად დაუდექი დასავლეთელ პირსისხლიან ექიდნა სვავებს! შეიძლება თავის განწირვაც მოგიხდეს, მაგათგან არაფერი გამიკვირდება, მაგრამ იცოდე დაგიფასდება, მადლიერი ქართელი ერი ოქროს ასოებით ჩაწერს ისტორიაში თქვენს სახელს! დაგლოცოს ღმერთმა!
უკვე, ძალიან მალე მგვივლინა ღმერთმა განსაცდელი. თქვენი განსაცდელი ბატონო ირაკლი ჩვენსას, რიგითი მოქალაქეებისას მილიონჯერ აღემატება! არ შედრკეთ, გამაგრდით! სულ სიმართლით გევლოთ
4 წლის უკან