ზურაბ ქადაგიძე:  ბევრი ეცდება ამ ტრაგედიის გამოყენებას პოლიტიკური ქულებისათვის და ცოტა დაფიქრდით, სანამ მიზეზი გარკვეულა

ზურაბ ქადაგიძე:  ბევრი ეცდება ამ ტრაგედიის გამოყენებას პოლიტიკური ქულებისათვის და ცოტა დაფიქრდით, სანამ მიზეზი გარკვეულა

,,ვუსამძიმრებ ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებს ამ უდიდეს ტრაგედიას. სასწრაფოდ დაიწყოს გამოძიება რა გახდა ახალგაზრდა ადამიანის გარდაცვალების მიზეზი!’’ - ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე მწუხარებას გამოთქვამს ტელეკომპანია ,,პირველის’’ ოპერატორის გარდაცვალების ფაქტზე და ყველას მოუწოდებს, ვიდრე ექსპერტიზა არ დაადგენს გარდაცვალების რეალურ მიზეზს, ყველამ თავი შეიკავოს სპეკულაციებისგან.

,,სასწრაფოდ დადგინდეს და საზოგადოებას ეცნობოს დეტალები! ყველაზე ამორალური საქციელია უაპელაციოდ, უსაფუძვლოდ რაიმეს მტკიცება. ბევრი ეცდება ამ ტრაგედიის გამოყენებას პოლიტიკური ქულებისათვის და ცოტა დაფიქრდით, სანამ მიზეზი გარკვეულა მინიმუმ მანამდე შეიკავეთ თავი პოლიტიკოსებმა’’ - წერს ანალიტიკოსი facebook გვერდზე.