„თბილისი პარაიდის“ მოწინააღმდეგეების მიერ ნაცემი ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა გარდაიცვალა

„თბილისი პარაიდის“ მოწინააღმდეგეების მიერ ნაცემი ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა გარდაიცვალა

გარდაიცვალა „ტვ პირველის“ ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა. გარდაცვალების მიზეზი, ამ დროისთვის, უცნობია. მიმდინარეობს ექსპერტიზა.

ოპერატორს ხუთ ივლისს, „თბილისი პარაიდის“ მოწინააღმდეგეები, რადიკალურად განწყობილი ჯგუფები სასტიკად გაუსწორდნენ. ლექსო პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა.

მწუხარებას გამოვთქვამთ ჩვენი კოლეგის გარდაცვალების გამო და სამძიმარს ვუცხადებთ გარდაცვლილის ოჯახსა და „ტვ პირველს“. ლექსო „იმედის კვირამ“ გუშინ ჩაწერა, სადაც დეტალურად იხსენებს 5 ივლისს, მის მიმართ განხორციელებულ ძალადობას. სამწუხაროდ, ეს მისი ბოლო ინტერვიუა, რომელსაც დღეს, „იმედის კვირაში“, აუცილებლად ნახავთ.