...უბრალოდ, დავწეროთ ჩვენს იმედგაცრუებაზე, ვუსურვოთ ამერიკას წინსვლა დემოკრატიული განვითარების გზაზე და მოკრძალებით შევახსენოთ სახარებისეული სიბრძნე თვალში

...უბრალოდ, დავწეროთ ჩვენს იმედგაცრუებაზე, ვუსურვოთ ამერიკას წინსვლა დემოკრატიული განვითარების გზაზე და მოკრძალებით შევახსენოთ სახარებისეული სიბრძნე თვალში "ბეწვსა და დირეზე".

„აშშ-ს ელჩს, ქალბატონ კელი დეგნანი არ დააკმაყოფილა საქართველოს პრემიერ-მინისტრის რეაგირების დონემ ჟურნალისტების მიმართ გამოყენებული ძალადობის გამო. იგი - იმედგაცრუებული დარჩა" - წერს სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი სავით ქართველიშვილი.

"BLM საპროტესტო ღონისძიებების შედეგად, ამერიკის 49 ქალაქში დაკავებული იყო 14 000 კაცი, პროტესტების მიმდინარეობისას დაიღუპა სულ მცირე 19 ადამიანი. ამერიკული ოფტალმოლოგიური ცენტრის მონაცემებით, 30 ადამიანს მხედველობის დაზიანება მიაყენეს, აქედან ათმა სრულად, ან ცალ თვალზე დაკარგა მხედველობა - ძირითადად პოლიციური რეზინის ტყვიით.

მხოლოდ: მინეაპოლისში განადგურებული იყო 220 შენობა, მიყენებული ზარალი - 55 მილიონი დოლარი; დენვერში - ქალაქისთვის მიყენებულმა ზარალმა შეადგინა 5,5 მილიონი; პორტლენდში - ორგანიზაცია Portland Business Alliance გამოთვლებით, ზარალმა მიაღწია რამოდენიმე ათეულ მილიონ დოლარს.

Amnesty International-ის მონაცემებით პოლიციური დანაყოფების მიერ ცრემლსადენი გაზის, ხელკეთებისა და რეზინის ტყვიების არამართლზომიერი გამოყენების ფაქტებს, ადგილი ჰქონდა 110 შემთხვევაში ქვეყნის 34 შტატში. დაფიქსირებული იქნა სატრანსპორტო საშუალებების მომიტინგეთა რიგებში შევარდნის 66 შემთხვევა, აქედან შვიდი - პოლიციელების მხრიდან

ორგანიზაცია "რეპორტიორები საზღვრების გარეშე" მონაცემებით, ქვეყნის 30 ქალაქში განხორციელდა როგორც მინიმუმ 68 შეტევა ჟურნალისტებზე, მათ შორის რეზინის ტყვიებისა და ცრემლსადენი გაზის გამოყენებით. U.S. Press Freedom Tracker-ის ინფორმაციით, ასზე მეტი ჟურნალისტი დაპატიმრებული იყო საკუთარი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების დროს, 114 ჟურნალისტზე თავდასხმა განხორციელდა უშუალოდ პოლიციელების მიერ - მთლიანობაში ჟურნალისტებზე ძალადობის განხორციელების 80% პოლიციური დანაყოფების ნამუსზეა.

აღარ დავთვლი მაღაზიებსა და რესტორნებზე მაროდიორობის ფაქტებს - როდესაც ქონების გადარჩენის მიზნით, აფროამერიკელები თავის სავაჭრო ობიექტებს აწერდნენ: "ამის პატრონი ზანგია" - მაგრამ უშედეგოდ. არ დავწერ არც თეთრკანიანებთან მიმართებაში გამოვლენილი რასიზმის უამრავი ფაქტებისა და გაუგონარი სისასტიკის შესახებ. არც ამერიკის დამაარსებლების განადგურებულ ძეგლებზე...

...უბრალოდ, დავწეროთ ჩვენს იმედგაცრუებაზე, ვუსურვოთ ამერიკას წინსვლა დემოკრატიული განვითარების გზაზე და მოკრძალებით შევახსენოთ სახარებისეული სიბრძნე თვალში "ბეწვსა და დირეზე". რაც შეეხება ირაკლი ღარიბაშვილს - მის მხარდაჭერის მიზნით გავერთიანდეთ ერიც და ბერიც და საქართველოში აკრედიტირებულ დიპლომატიურ კორპუსსაც იგივეს გაკეთებისკენ მოვუწოდოთ“.

კ ა ხ ე ლ ი 100%!
4 წლის უკან