განათლების მინისტრმა ხარისხის მართვის სამსახურის თანამშრომლებს ბოდიში მოუხადა. გიორგი მარგველაშვილმა წუხილი გამოთქვა, რომ ისინი კახა ბენდუქიძის და ხატია დეკანოიძის პოლიტიკური კლოუნადის და პიარის მსხვერპლნი გახდნენ.
მარგველაშვილმა თხოვნით მიმართა კომისიას, დაჩქარებულ ვადებში და კანონის დაცვით მოხდეს აგრარული უნივერსიტეტის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის შესწავლა და მისთვის ავტორიზაციის აღდგენა.