კელი დეგნანი: 5 ივლისი იყო იმედგაცრუების დღე საქართველოსთვის

კელი დეგნანი: 5 ივლისი იყო იმედგაცრუების დღე საქართველოსთვის

აშშ-მა რთული სამუშაო შეასრულა საქართველოს სამართალდამცავ სტრუქტურებთან ერთად, რათა გაეუმჯობესებინა მათი უნარები აქციების მართვაში, ამიტომ იმედგაცრუებული დავრჩით, რადგან ტრენინგი და აღჭურვილობა არ იყო გამოყენებული, როდესაც ცხადი გახდა, რომ ხალხის მასაში იყვნენ ადამიანები, ვისაც ძალადობა სურდა, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

ელჩმა თბილისში 5 ივლისს განვითარებული მოვლენები შეაფასა და ამ დღეს „საქართველოსთვის იმედგაცრუების დღე" უწოდა.

„ეს ძალიან სამწუხარო, სევდიანი დღე იყო საქართველოსთვის. აშშ-მა რთული სამუშაო შეასრულა სამართალდამცავ სტრუქტურებთან ერთად, რათა გაეუმჯობესებინა მათი უნარები აქციების მართვაში. ამიტომ, იმედგაცრუებული დავრჩით, რადგან ეს ტრენინგი და აღჭურვილობა არ იყო გამოყენებული, როდესაც ცხადი გახდა, რომ ხალხის მასაში იყვნენ ადამიანები, ვისაც ძალადობა სურდა.

დარწმუნებული ვარ, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას არ სურს ძალადობა არც ერთ სიტუაციაში, განსაკუთრებით კი, მშვიდობიანი მოქალაქეებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ, რომლებიც ასრულებენ სამუშაოს. ამიტომ, ვფიქრობ, ეს იყო იმედგაცრუების დღე საქართველოსთვის და ბევრმა ადამიანმა უკვე გააკეთა კომენტარი. თუ რაოდენ განსაცვიფრებელი იყო იმის ხილვა, რომ ქვეყანამ, რომელიც ზოგადად ცნობილია ადამიანის უფლებები დაცვით, ტოლერანტობით, უკან დაიხია ამ ღირებულებების კუთხით", - განაცხადა კელი დეგნანმა.

ელჩმა ასევე უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, ხომ არ შეუწყო ხელი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ მთავრობის სხდომაზე გაკეთებულმა განცხადებამ ხელი ძალადობას.

„ველოდებოდით, რომ როგორც პრემიერ-მინისტრი, ის მთავარ როლს შეასრულებდა სიტუაციის დაწყნარებაში და დაგმობდა ძალადობას საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ, რა თქმა უნდა ჟურნალისტების მიმართ. ამიტომ, სამწუხარო იყო, რომ ამ დღეებში ვერ ვნახეთ უფრო ძლიერი ლიდერობა", - განაცხადა კელი დეგნანმა.

თუთაშხა შედი ქალო საელჩოში
3 წლის უკან
ილია ეგზარქოსი პავლეს ბედი უნდა გაიზიაროს ამან! ფაქტობრივად მსგავსი საქციალი ჩაიდინა!
3 წლის უკან
trampi ეგ დეგნანი კი არა...... ვორონცოვია ვორონცოვი!!!!, ვორონცოვ-- დაშკოვი!!!!
ამიტომაც ვიძახი 2007 წლიდან ქუნემ კოლუმბი მეთქი ...
რუსეთს ნიღაბი ჩამოუვარდაო................................................ეკეთააა როოო?? თუ არ ვიცნობდით----რა ქაქიც იყო???....
ნიღაბი რუსეთს კი არა ამათ ჩამოუვარდათ, ამათ ...... მეგობრობის ნიღაბი და ნიღბის ქვეშ კი რქებიანი ეშმაკი გამოჩნდა
არადა როგორი მიამიტური და წრფელი იმედებით შევყურებდი ამ კეთილებ მიქინძულებს
დედა ვაცხოვნე და მამა იმათი ვინც კოლუმბ---ჯეფერსონ--- ვაშინგტონების ძეგლები ,,მტკვარში,, გადაყარა
ადრე იყო გადასაყრელები
ისე კი მაინც ბედი გვქონია----კიდე კარგი იმ ჩატლახმა კოლუმბმა აქ სადმე ახლოში არ აღმოაჩინა ამერიკა , თორეეეე ...... თორეეეეე .......
. იქიდან რას გვიშვრება და ახლოში რო იყოს.............................. ვაი ვაიიიიი .... რას გვიზამდააააა
გადნეს ის ყინული ...................... ზოგი მერე ატრაკონ
3 წლის უკან