შალვა პაპუაშვილი გახარიაზე: სიცარიელე და კეკლუცობა... და წერტილი, სულ ეს არის რაც დარჩა

შალვა პაპუაშვილი გახარიაზე: სიცარიელე და კეკლუცობა... და წერტილი, სულ ეს არის რაც დარჩა

ეს კონტექსტს მორგებული ყალბი ფრაზები, მგონი, უკვე ყოველგვარ პოლიტიკურ ესთეტიკას სცილდება, - ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი გიორგი გახარიას განცხადებას, სადაც ყოფილი პრემიერი პოლიციელებს ბოდიშს უხდის და აცხადებს, რომ წინასწარ სპეციალური მუშაობითა და ღონისძიებებით ეს ყველაფერი არიდებადი იყო.

მისი თქმით, სიცარიელე და კეკლუცობა... და წერტილი. სულ ეს არის რაც მისგან დარჩა.

„ეს კონტექსტს მორგებული ყალბი ფრაზები, მგონი, უკვე ყოველგვარ პოლიტიკურ ესთეტიკას სცილდება. სიცარიელე და კეკლუცობა... და წერტილი. სულ ეს არის რაც დარჩა“, - წერს შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.

გიორგი გახარიას განცხადებით, „პრაიდთან” დაკავშირებით განვითარებული მოვლენების დროს სახელმწიფომ მოქალაქეები ვერ დაიცვა.