გიგი უგულავა: მოძალადე, პროპუტინისტურ, რუსულ ჯგუფებს არ დავუთმობთ ქვეყანას

გიგი უგულავა: მოძალადე, პროპუტინისტურ, რუსულ ჯგუფებს არ დავუთმობთ ქვეყანას

გუშინ ჩვენ ვიხილეთ, რომ სახელმწიფო ჩამოიშალა, როდესაც მოძალადეებს მისცეს უფლება და საშუალება, ხელმეორედ ჩამოეხიათ ევროკავშირის დროშა – მოძალადე, პროპუტინისტურ, რუსულ ჯგუფებს არ დავუთმობთ ქვეყანას – აცხადებს, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა.

"გუშინ ჩვენ ვიხილეთ, რომ სახელმწიფო ჩამოიშალა, როდესაც მოძალადეებს მისცეს უფლება და საშუალება, ხელმეორედ ჩამოეხიათ ევროკავშირის დროშა, მაგრამ ასევე, ვიხილეთ, რომ ჩვენ შევდექით როგორც საზოგადოება, იმიტომ, რომ მიუხედავად მორალური და ფიზიკური ტერორისა, უამრავი ადამიანი გამოვიდა სიტყვის თავისუფლების, თანასწორობის, ჟურნალისტების დასაცავად და ვთქვით, რომ ვართ ჩვენ ბევრნი და ეს ქვეყანა არის თავისუფალი ადამიანების ქვეყანა და აი, ამ მოძალადე, პროპუტინისტურ, რუსულ ჯგუფებს არ დავუთმობთ ქვეყანას," - განაცხადა უგულავამ.