თამთა მეგრელიშვილი  ოპოზიციას: მედიის დასაცავად კი არა, რისთვისაც გავეშებული იბრძვით 9 წელია, ისევ იმისთვის იკრიბებით,  ხალხს სიმართლე უთხარით

თამთა მეგრელიშვილი  ოპოზიციას: მედიის დასაცავად კი არა, რისთვისაც გავეშებული იბრძვით 9 წელია, ისევ იმისთვის იკრიბებით,  ხალხს სიმართლე უთხარით

„დღეს დაანონსდა აქცია პარლამენტთან და ხალხს ურევენ ტვინს, რომ თითქოს ეს არის მედიის მხარდამჭერი აქცია, სინამდვილეში ამ აქციაზე იქნებიან ეკლესიის და პატრიარქის მაგინებლები - უგულავა, გირჩი და ა.შ. - ასე ეხმიანება საჯარო მმართველობის დოქტორი თამთა მეგრელიშვილი დღეს ოპოზიციის მიერ რუსთაველის გამზირზე დაანონსებულ აქციას.

„როცა აქციის ჩატარების ერთი ადგილი არ გაქვს და ისევ მედიას ეფარები.... 

დღეს დაანონსდა აქცია პარლამენტთან და ხალხს ურევენ ტვინს, რომ თითქოს ეს არის მედიის მხარდამჭერი აქცია... სინამდვილეში ამ აქციაზე იქნებიან ეკლესიის და პატრიარქის მაგინებლები - უგულავა, გირჩი და აშ... 

მედიის დასაცავად კი არა, რისთვისაც გავეშებული იბრძვით 9 წელია, ისევ იმისთვის იკრიბებით და ხალხს სიმართლე უთხარით!“ - წერს თამთა მეგრელიშვილი facebook-ზე.